Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა ისტორიული ვიზიტით ეწვია კუბას


აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, 20 მარტს ისტორიული ვიზიტით ეწვია კუბას, სადაც ის 48 საათს დაჰყოფს. ეს აშშ-ის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია კუბაში ბოლო 88 წლის განმავლობაში. ობამამ 14 თვის წინ შეცვალა ვაშინგტონის მიერ კუბასთან მიმართებით ნახევარ საუკუნეზე მეტხანს მოქმედი პოლიტიკა და კავშირების აღდგენა დაიწყო ცივი ომისდროინდელ მეტოქესთან. თეთრი სახლის განცხადებით, ფიდელ კასტროს 1959 წლის რევოლუციის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი წარმოადგენს ნაბიჯს, რომელმაც უნდა გააუმჯობესოს აშშ-ის ემბარგოს პირობებში მცხოვრები კუბელი ხალხის მდგომარეობა. ობამა შეხვედრებს გამართავს როგორც პრეზიდენტ რაულ კასტროსთან, ისე პოლიტიკურ დისიდენტებთან. თეთრი სახლის წარმომადგენლები ხაზგასმით აღნიშნავენ იმასაც, რომ ობამას ვიზიტი სულაც არ ნიშნავს, თითქოს ორ ქვეყანას შორის აღარ არსებობდეს სერიოზული უთანხმოებები და პოზიციების სხვადასხვაობა. ექსპერტთა თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა ყურადღებით მოეკიდება პრეზიდენტის განცხადებებს იმის დასადგენად, რამდენად მტკიცედ მოითხოვს ის ჰავანის მთავრობისგან რეფორმების გატარების პირობის შესრულებას. სამშაბათს საღამოს, კუბაში სტუმრობის დასრულების შემდეგ, ობამა სამდღიანი ვიზიტით გაემგზავრება არგენტინაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG