Accessibility links

logo-print

ობამამ სამ იმიგრანტ ჟურნალისტს უმასპინძლა


ფატიმა ტლისოვა, "ამერიკის ხმის" რუსული რედაქციის ჟურნალისტი

ფატიმა ტლისოვა, "ამერიკის ხმის" რუსული რედაქციის ჟურნალისტი

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პრესის თავისუფლების დღის აღსანიშნავად სამ იმიგრანტ ჟურნალისტს თეთრ სახლში უმასპუნძლა და მათი საქმიანობისთვის პატივი მიაგო.

პრეზიდენტის თქმით სიმართლის სამსახურში ყოფნისთვის სამშობლოში სამივეს მძიმე პირობებში უწევდა მუშაობა. ჟურნალისტურ საქმიანობას ახლა სამივე შეერთებულ შტატებში აგრძელებს, სადაც სამივეს პოლიტიკური თავშესაფარი აქვს.

დიო კეი ვიეტნამელი ბლოგერის ფსევდონიმია, ის ადამიანის უფლებებზე და რელიგიის თავისუფლებაზე წერდა. თავის ქვეყანაში ის პრესის თავისუფლების დამცველია. ბოლო 6 წელი მან პატიმრობაში გაატარა.

ლილი მენგეშა ეთიოპიიდანაა, ის გოგოების ნაადრევ გათხოვებაზე და ბავშვ პატარძლებზე წერდა. რისთვისაც ის პატიმრობაშიც მოხვდა. ახლა ის დემოკრატიის ერონვულ ცენტრში მუშაობს.

ფატიმა ტლისოვა, წარმოშობით ჩერქეზია, ის ახლა "ამერიკის ხმის" რუსულ რედაქციაში მუშაობს.

„ის აშუქებდა სამხედრო ოპერაციებს ჩრდილოეთ კავკასიაში, ისევე როგორც ადამიანების გაუჩინარებებს და კორუფციას. მას თავს დაესხნენ, გაიტაცეს და აწამეს. დღეს ის ამერიკის ხმაში მუშაობს და ამას წინათ ბოსტონის მარათონის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესებს აშუქებდა,“ თქვა პრეზიდენტმა ტლისოვაზე საუბრისას.

ტლისოვას თქმით ყველაზე მნიშვნელოვანი პრეზიდენტის მიერ რუსეთში ჟურნალისტებისთვის გაგზავნილი მესიჯია.

„იმიტომ რომ ჟურნალისტების მკვლელობა, მათი დაპატიმრება, შევიწროვება მხოლოდ სასჯელი არ არის, ეს სხვა ჟურნალისტებისთვის გაგზავნილი მესიჯია,“ მისი თქმით ამით რუსეთში თვითცენზურა გაიზარდა.

ტლისოვა ამბობს, რომ შეხვედრაზე პრეზიდენტ ობამას მთავარი გზავნილი გამოხატვის თავისუფლება იყო:

„რომ მნიშვნელოვანია თავისუფალი ხმები, რომ პრეზიდენტის და მთავრობის კრიტიკა ღალატი კი არა პატრიოტიზმია, რომ კრიტიკა ყველა მთავრობას, ყველა პრეზიდენტს ეხმარება უკეთ იმუშაოს“.

სამსახურში დაბრუნებულს ტლისოვამ კოლეგებს პრეზიდენტის მიერ ხელნაწერი წერილიც აჩვენა, რომელიც ობამამ ჟურნალისტის მშობლებს გაუგზავნა. „საუკეთესო სურვილებით, თქვენი ქალიშვილი ძალიან გამბედავია“ - ნათქვამია წერილში.

ტლისოვა ჩრდილოეთ კავკასიაში გამომძიებელი ჟურნალისტი და მკვლევარი იყო, ის ჩერქეზების ნაციონალურ იდენტობაზე და სახელმწიფო საქმეებში რელიგიის როლზე წერდა, ასევე აშუქებდა სამხედრო ოპერაციებს და ადამიანის უფლებებს. იყო სააგენტო რეგნუმის მთავარი რედაქტორი, ნოვაია გაზეტას კორესპონდენტი, ასევე მუშაობდა რადიო თავისუფლებისთვის და ასოშიეითიდ პრესისთვის.

2007-2009 წლებში რუსეთში ადამიანის უფლებების და გამოხატვის თავისუფლების შესახებ ის ამერიკის კონგრესის წინაშე წარსდგა.

ტლისოვა რამდენიმე საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, მათ შორის ნეიმანის ფონდის და გერმანული ზაიტ სტიფუნის ჯილდო ჩეჩნეთის კონფლუიქტის გაშუქებისთვის, ასევე ჰიუმან რაითს ვოთჩის, საერთაშორისო ამნესტის და ასოშიეითიდ პრესის ჯილდოები სხვადასხვა კატეგორიებში.

XS
SM
MD
LG