Accessibility links

logo-print

ობამა რასობრივ პრობლემებზე საუბრობს


პროტესტი ფერგიუსონის პოლიციის შენობის წინ, 26 ნოემბერი, 2014 წელი

პროტესტი ფერგიუსონის პოლიციის შენობის წინ, 26 ნოემბერი, 2014 წელი

ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთვის რასობრივი ურთიერთობები პირადული საკითხია. მისურის შტატის ქალაქ ფერგიუსონის კრიზისის დროს პრეზიდენტმა ადგილობრივებს სიმშვიდისკენ, თავშეკავებულობისკენ და კანონის პატივისცემისკენ მოუწოდა.

ფერგიუსონში მომხდარმა ძალადობამ პრეზიდენტი ობამა აიძულა რასობრივ საკითხებზე უფრო ხმამაღლა და მკვეთრად ესაუბრა, ვიდრე წარსულში უსაუბრია. ამით მან ტაბუ დაარღვია და ამერიკელებისთვის მტკივნეულ საკითხზე ისაუბრა,მათ დიდ ნაწილს ეგონა, რომ პირველი აფრო-ამერიკელი პრეზიდენტის არჩევით რასობრივი დაპირისპირება წარსულს ჩაბარდებოდა.

დაძაბულობა ფერგიუსონში მაშინ დაიწყო, როცა ცნობილი გახდა, რომ პოლიციის ოფიცერმა შეუიარაღებელი შავკანიანი თინეიჯერი სასიკვდილოდ დაჭრა. მშვიდობისკენ მოწოდებისას პრეზდიენტმა განაცხადა, რომ ფერგიუსონის მაგალითი ქვეყნის წინაშე მდგარ უფრო დიდ პრობლემაზე მეტყველებს.

ფერგიუსონის კრიზისზე საუბრისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს არა მხოლოდ ფერგიუსონის, არამედ მთლიანად ამერიკის პრობლემაა.

„უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ჩვენ უზარმაზარი პროგრესი გვქონდა რასობრივ საკითხებში. მე თვითონ შევესწარი ამ პროგრესს, ამის უარყოფა ნიშნავს უარვყოთ ამერიკის უნარი განახორციელოს ცვლილებები. თუმცა ასევე მართალია, რომ პრობლემები ჯერაც არსებობს და ფერადკანიანი ჯგუფები არ იგონებენ ამ პრობლემებს,“ განაცხადა პრეზიდენტმა.

იმან რაც ფერგიუსონში მოხდა და რა რეაქციებიც ამ ამბავს მოჰყვა, პრეზიდენტი აიძულა კომენტარი გაეკეთებინა. კი, მართალია, რომ მან ტაბუ დაარღვია, ვიმედოვნებ ახლა, როცა ტაბუ დარღვეულია, ის ამ მიმართულებით მოქმედებას დაიწყებს.

პრეზიდენტის შეხედულებას პროგრესის შესახებ ამერიკელები მათი კანის ფერის მიხედვით განსხვავებულად იზიარებენ. Pew Research Center-ის მიერ 25 ნოემბერს გამოქვეყნებული კვლევის შედეგად თეთრკანიანი ამერეკელების 48%-ს სჯერა, რომ რასობრივი თანასწორობის მხრივ ქვეყანაში პროგრესია, როცა შავკანიანი გამოკითხულების მხოლოდ 32%-ს სჯერა მიღწეული პროგრესის.

კითხვაზე რამდენად სჭირდება რასობრივი თანასწორობის საკითხს გაუმჯობესება, 10 გამოკითხული შვაკანიანიდან ყოველი 8 (80%) პასუხობდა, რომ გასაკეთებელი ძალიან ბევრია, იგივე აზრზე თეთრკანიანების 44% იყო.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ობამას რეაქცია მხოლოდ დემონსტრანტების გაბრაზებას და ტკივილს არ გამოუწვევია. საპრეზიდენტო ვადის დარჩენილი 2 წლის განმავლობაში, ობამას დასაკარგი ნაკლები აქვს.

„პოლიტიკური რისკი შერბილებულია, რადგან ის ხელახლა კენჭს ვეღარ იყრის. არსებობს თუ არა სხვა ტიპის რისკები? ყოველთვის, როცა ამ ქვეყანაში რასობრივ საკითხებზე საუბრობ. ვფიქრობ რისკი პოლიტიკურს სცდება, ეს მისთვის ძალიან პირადული საკითხია,“ ამბობს დანიელა გიბს ლეგერი, პრერზიდენტის ყოფილი ასისტენტი.

რასობრივ საკითხებზე ობამას მანამდეც უსაუბრია. 2012 წელს, როცა ფლორიდაში შავკანიანი თინეიჯერი ტრეივონ მარტინი მოკლეს, პრეზიდენტმა თქვა - „მე რომ ვაჟი მყოლოდა, ის ტრეივონის მსგავსი იქნებოდა“.

„მათ, ვინც ყურადღებას მხოლოდ ძალადობაზე ამახვილებენ და უნდათ პრობლემა მოგვარდეს, უნდა აღიარონ, რომ ჩვენ საქმე გვაქვს გასაკეთებლი და ამის დამალვას არ უნდა შევეცადოთ,“ განაცხადა პრეზიდენტმა.

მაიკლ ბრაუნის სიკვდილიდან მალევე, აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, შავკანიან რესპონდენტთა 80% მიიჩნევდა, რომ ეს მკვლელობა მნიშვნელოვან დისკუსიას უყრიდა საფუძველს, მკვეთრად განსხვავებული მოსაზრება ჰქონდათ თეთრკანიან გამოკითხულებს, მათ დიდ უმრავლესობას მიაჩნდა, რომ რასობრივ თემებზე დისკუსია გადამეტებულ ყურადღებას იპყრობდა.

მაიკლ ფონტროი ვაშინგტონში ჰოვარდის უნივერსიტეტის პოლიტიკის პროფესორია. მისი თქმით ობამას შეფასებები ახლა უფრო მკვეთრია ვიდრე წარსულში, თუმცა მიაჩნია, რომ პრეზიდენტი საკმარისად მკვეთრი მაინც არ არის.

„იმან რაც ფერგიუსონში მოხდა და რა რეაქციებიც ამ ამბავს მოჰყვა, პრეზიდენტი აიძულა კომენტარი გაეკეთებინა. კი, მართალია, რომ მან ტაბუ დაარღვია, ვიმედოვნებ ახლა, როცა ტაბუ დარღვეულია, ის ამ მიმართულებით მოქმედებას დაიწყებს,“ ამბობს ფონტროი.

როცა ობამა პრეზიდენტი გახდა, ბევრი ამერიკელი - კანის ფერის მიუხედავად - იმედოვნებდა, რომ ამერიკაში რასობრივი პრობლემები დიდწილად მოგვარდებოდა. ფერგიუსონის ამბები ცხადყოფს, რომ საუკუნეების განმავლობაში მიმდინარე ბრძოლას უფრო მეტი ძალისხმევა დასჭირდება ვიდრე ეს ერთ ადამიანს ან ერთ პრეზიდენტს შეუძლია.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG