Accessibility links

ბარაკ ობამამ აშშ-ის პრეზიდენტის ფიცი დადო


ბარაკ ობამა აშშ-ის პრეზიდენტის ფიცის დადებისას (მარჯვნივ - პირველი ლედი მიშელ ობამა).

ბარაკ ობამა აშშ-ის პრეზიდენტის ფიცის დადებისას (მარჯვნივ - პირველი ლედი მიშელ ობამა).

800 ათასამდე ადამიანი დაესწრო ორშაბათს აშშ-ის პრეზიდენტად ბარაკ ობამას მეორე ვადით კურთხევის ცერემონიას. ობამამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ჯონ რობერტსის წინაშე ბიბლიაზე დაიფიცა: „მე, ბარაკ ჰუსეინ ობამა, საზეიმოდ ვფიცავ, რომ ერთგულად ვუხელმძღვანელებ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას და გავაკეთებ ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმს, რათა მოვუარო, გავუფრთხილდე და დავიცვა აშშ-ის კონსტიტუცია. ღმერთი იყოს ჩემი შემწე!“

კარპიტოლიუმის კიბეებზე გამართულ ცერემონიაზე ობამამდე ქვეყნის წინაშე ერთგულების ფიცი დადო ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც.

ფიცის დადების შემდეგ ბარაკ ობამამ წარმოთქვა ოცწუთიანი საზეიმო სიტყვა, რომელშიც ყურადღება გაამახვილა თავის ზოგიერთ ინიციატივაზე და ისაუბრა, ადამიანის უფლებებსა და აშშ-ის სხვა ტრადიციულ ფასეულობებზე:
აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაცია ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის კიბეებზე

აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაცია ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის კიბეებზე


„ყოველი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციისას“, - თქვა ობამამ, - „ვხდებით მოწმენი იმისა, რამდენად გამძლე და მტკიცეა ჩვენი კონსტიტუცია. ვადასტურებთ დემოკრატიისადმი ჩვენს ერთგულებას. ვიხსენებთ, რომ ის, რაც ამ ქვეყანას აერთიანებს, არის არა ჩვენი კანის ფერი, ან ჩვენი რწმენა, ან ჩვენი გვარების წარმომავლობა. ის, რაც ჩვენს განსაკუთრებულობას განსაზღვრავს - ის, რატომაც ვართ ამერიკელები - არის ჩვენი ერთგულება იდეისადმი, რომელიც გამოხატულია ორ საუკუნეზე მეტი ხნის წინ შექმნილ დეკლარაციაში: „ჩვენ გვესმის, როგორც თავისთავადი ჭეშმარიტება, რომ ყველა ადამიანი თანასწორია.“

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG