Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, 20 მარტს ისტორიულ ვიზიტს იწყებს კუბაში. ის ჰავანაში ჩავა და კუბაში 48 საათს დაყოფს. ობამამ 15 თვის წინ შეცვალა აშშ-ის მიერ კუბასთან მიმართებით ნახევარ საუკუნეზე მეტხანს გატარებული პოლიტიკა და კავშირების აღდგენა დაიწყო ამ ცივი ომის დროინდელ, ყოფილ მეტოქესთან. თეთრი სახლის განცხადებით, ფიდელ კასტროს 1959 წლის რევოლუციის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი წარმოადგენს ნაბიჯს, რომელმაც უნდა გააუმჯობესოს აშშ-ის ემბარგოს პირობებში მცხოვრები კუბელი ხალხის მდგომარეობა. ობამა შეხვედრას გამართავს პრეზიდენტ რაულ კასტროსთან და პოლიტიკურ დისიდენტებთან. თეთრი სახლის წარმომადგენლები აცნობიერებენ, რომ ობამა არ უნდა წარმოჩინდეს ისე, თითქოს უგულებელყოფდეს პოზიციების ღრმა და კვლავ არსებულ სხვადასხვაობას. პრეზიდენტის განცხადებებს ყურადღებით დააკვირდებიან იმის დასადგენად, რამდენად მტკიცედ მოითხოვს ის ჰავანის მთავრობისგან რეფორმების გატარების პირობის შესრულებას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG