Accessibility links

logo-print
4 თებერვალს სოჭში გაემგზავრა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის დელეგაციის ნაწილი, კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის, გენერალური მდივნისა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის შემადგენლობით. დელეგაციის დანარჩენი ნაწილი - მათ შორის, სამი სპორტსმენი - სოჭში 6 თებერვალს ჩავა, მოციგურავე ელენე გედევანიშვილი კი საქართველოს ოლიმპიურ გუნდს 14 თებერვალს შეუერთდება.

4 თებერვალს სოჭში გაემგზავრა საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი, რომელმაც თბილისის აეროპორტში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველოში ზამთრის სპორტის სახეობები ისე არ არის განვითარებული, რომ ქართველმა სპორტსმენებმა მედლების მოპოვება შეძლონ, თუმცა, მისივე თქმით, ამ მიზეზის გამო გაუმართლებელი იქნებოდა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე უარის თქმა:

„როდესაც სპორტსმენს აქვს ოლიმპიური ლიცენზია, მას აქვს შანსი იმისა, რომ იბრძოლოს წარმატებისთვის, მით უმეტეს, რომ ჩვენს გუნდშია ელენე გედევანიშვილი, რომელიც საკმაოდ ტიტულოვანი სპორტსმენია“.

მამუკა ხაბარელი და 4 თებერვალს სოჭში ჩასული საქართველოს ოლიმპიური მისიის სხვა წევრები საორგანიზაციო საკითხების მოგვარებით იქნებიან დაკავებული, დელეგაციის მეორე და ძირითადი ნაწილი კი, ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის ელგუჯა ბერიშვილის თქმით, სოჭში ოლიმპიადის გახსნამდე ერთი დღით ადრე ჩავა:

ჩვენ ყველა მეზობელთან უნდა დავალაგოთ ურთიერთობა და, მათ შორის, დიდ მეზობელთან. ოლიმპიადა ამის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა. ოლიმპიადის დროს ომები ჩერდებოდა საბერძნეთში. ამიტომ უნდა ვიზრუნოთ. სტრატეგია ვიცით და მასში შედის ისიც, რომ მეზობელთან გვქონდეს კარგი ურთიერთობა...
„ამ ჯგუფში იქნებიან ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი, სამი სპორტსმენი - სამთომოთხილამურე, მათი მწვრთნელები, ფედერაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები. დელეგაცია შედგება სულ 19 კაცისგან. ელენე გედევანიშვილი კანადიდან ჩამოფრინდება და 14 თებერვალს შეურთდება ძირითად გუნდს“.

ელგუჯა ბერიშვილის თქმით, ელენე გედევანიშვილისთვის „სოჭი-2014“ რიგით მესამე ოლიმპიადა იქნება. ქართველმა სპორტსმენმა საუკეთესო შედეგი, მე-10 ადგილი, 2006 წელს ტურინის ოლიმპიადაზე აჩვენა. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი კმაყოფილია იმით, რომ ოლიმპიელთა განწყობა საბრძოლოა და რომ ქართველი ოლიმპიელები საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმის წარმოჩენას შეეცდებიან. ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობამ ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს თქვა უარი ოლიმპიადის ბოიკოტირებაზე. საინტერესოა, რას ფიქრობს ამ გადაწყვეტილებაზე ბიძინა ივანიშვილი დღეს, ოლიმპიადის დაწყებამდე ორიოდე დღით ადრე:

„ჩვენ ყველა მეზობელთან უნდა დავალაგოთ ურთიერთობა და, მათ შორის, დიდ მეზობელთან. ოლიმპიადა ამის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა. ოლიმპიადის დროს ომები ჩერდებოდა საბერძნეთში. ამიტომ უნდა ვიზრუნოთ. სტრატეგია ვიცით და მასში შედის ისიც, რომ მეზობელთან გვქონდეს კარგი ურთიერთობა. მეტყვიან, რომ ეს არის შეუძლებელი. არ არის ასე და ნახავენ, რომ შესაძლებელია! ევროკავშირშიც შევალთ და რუსეთთანაც დავალაგებთ ურთიერთობას. ყველაფერი შეიძლება მოვიყვანოთ თანხვედრაში, თუ სწორ ურთიერთობებს განვახორციელებთ. ოლიმპიადაში, რა თქმა უნდა, მონაწილეობა უნდა მივიღოთ!“

ის, რომ ცხინვალის რეგიონიდან მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელი იქნება იქ, ისევე როგორც იქნება, მაღალი ალბათობით, სოხუმის წარმომადგენელიც, ეს არის პუტინის მცდელობა ლეგიტიმაცია გაუკეთოს ოკუპაციას. და რას ვუპირისპირებთ ამას? პრაქტიკულად არაფერს...
ბიძინა ივანიშვილისა და მთავრობის ამ პოზიციას ქვეყნისთვის საზიანოდ მიიჩნევენ „ნაციონალურ მოძრაობაში“. ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, გარდა იმისა, რომ საქართველოს უარი უნდა ეთქვა ოლიმპიადაში მონაწილეობაზე, ასევე აქტიური პროპაგანდა უნდა გაეწია საკუთარი არგუმენტებისათვის. სულ ცოტა, იმაზე მაინც უნდა გაემახვილებინა ყურადღება, რომ ოლიამპიადის მახლობლად რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორია. ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ჩვენგან განსხვავებით, რუსეთი აუცილებლად გამოიყენებს ოლიმპიადას თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის:

„ის, რომ ცხინვალის რეგიონიდან მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელი იქნება იქ, ისევე როგორც იქნება, მაღალი ალბათობით, სოხუმის წარმომადგენელიც, ეს არის პუტინის მცდელობა ლეგიტიმაცია გაუკეთოს ოკუპაციას. და რას ვუპირისპირებთ ამას? პრაქტიკულად არაფერს. იმით, რომ მდუმარედ უნდა დაესწროს საქართველოს დელეგაცია, ფაქტობრივად, თვალს ვხუჭავთ. ბუნებრივია, რუსეთი ამას სათავისოდ გამოიყენებს და ამის სავალალო შედეგებს დროთა განმავლობაში აუცილებლად ვიგრძნობთ“.

მართლაც, თებერვალს რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ცნობა, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი მიწვეულია სოჭის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე. ცნობა დაადასტურა თბილოვის პრესსამსახურის უფროსმა იანა იანოვსკაიამ, რომლის თქმითაც, "ლეონიდ თიბილოვი ჩავა სოჭში და ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალს დაესწრება". საქართველოს საგარეო უწყება კი ოლიმპიადაში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობასა და რუსეთთან თანამშრომლობას ერთგვარ პრევენციულ ღონისძიებად მიიჩნევს. მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი განმარტავს:

„ჩვენ, როგორც ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს, დაინტერესებული ვართ იმით, რომ ყველანაირად მოხდეს სიტუაციის გართულების პრევენცია, რომ საქართველოს მიმართ არ გამოითქვას ბრალდებები“.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, იმის გამო, რომ საქართველოს რუსეთთან გაწყვეტილი აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, ოლიმპიური თამაშების მსვლელობისას სოჭში მივლენილია რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის ვიცე-კონსული, რომლის უშუალო კომპეტენციაში შედის, რომ შესაბამისი დახმარება აღმოუჩინოს სოჭში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს. მათთვისვე სოჭში, ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე განლაგებულ „შვეიცარიის სახლში", იმოქმედებს ცხელი ხაზი.
XS
SM
MD
LG