Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნუგზარ ტატალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონთან წააგო


ლონდონში გრძელდება ზაფხულის 30-ე ოლიმპიური თამაშები. დღეს საქართველოს ოლიმპიელებიდან სარბიელზე პირველი გამოვიდა ძიუდოისტი ნუგზარ ტატალაშვილი, რომელიც 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. მისი მეტოქე იყო მსოფლიო ჩემპიონი, სამხრეთკორეელი კი ჩუნ ვანი. დაძაბული პაექრობა ამ უკანასკნელის გამარჯვებით დამთავრდა. ჩოგბურთელთა ტურნირის ერთეულთა თანრიგში გუშინ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ანა ტატიშვილი წყვილთა შეჯიბრებაშიც ჩაება. უიმბლდონის ბალახის კორტებზე ტატიშვილი და მისი მეწყვილე მარგალიტა ჩახნაშვილი პირველ წრეში ხვდებიან სლოვენიის წარმომადგენლებს კატარინა სრებოტნიკსა და ადრეა კლეპაჩს. ასევე დღეს უნდა ეასპარეზა მშვილდოსან ქრისტინე ესებუას, მაგრამ უამინდობის გამო მისი ოცდამეთორმეტედფინალური ორთაბრძოლა ჩილელ დენის ვან ლამუნთან ხვალისთვის გადაიდო.
XS
SM
MD
LG