Accessibility links

logo-print

ეკომიგრანტები - სახლების გარეშე და კანონის მიღმა


წალკაში მცხოვრები ეკომიგრანტების ოჯახი

წალკაში მცხოვრები ეკომიგრანტების ოჯახი

46-ე დღეა ბათუმში, მთავრობის სახლის სიახლოვეს, კარვები აქვთ გაშლილი წალკიდან ჩამოსულ ეკომიგრანტებს. 140-მდე ოჯახი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. წალკაში 90-იანი წლების ბოლოს ჩასახლებული ეკომიგრანტები იძულებული გახდნენ საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინათ იმის გამო, რომ ამ სახლების მესაკუთრე ეთნიკური ბერძნები დაბრუნდნენ. ხელისუფლება ეკომიგრანტებს პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა, სახალხო დამცველი კი მთავრობას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

თემურ გელაძე 46-ე დღეა ღამეს ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახლის სიახლოვეს, კარავში ათევს. მასთან ერთად იმყოფებიან წალკიდან წამოსული კიდევ სხვა 143 ოჯახის წევრები. ისინი აჭარისა და გურიის რეგიონის ეკომიგრანტები არიან, რომლებიც წალკაში 90-იან წლებში ეთნიკური ბერძნების მიერ დატოვებულ სახლებში შეასახლეს, თუმცა ხელისუფლებას მათთვის სახლები საკუთრებაში დღემდე არ დაურეგისტრირებია.
როგორც ვიცი, მოლაპარაკება წარმოებს ფინანსთა სამინისტროსთან, რომ სარეზერვო ფონდიდან მოხდეს თანხების გამოყოფა, თუმცა ეს პროცესიც იწელება...

თემურ გელაძე ჰყვება, რომ საბერძნეთში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო ბერძნებმა უკან დაბრუნება დაიწყეს, რასაც აჭარელთა გამოსახლება მოჰყვა და რადგან ეკომიგრანტებს წასასვლელი არსად ჰქონდათ, ბათუმში დაბრუნდნენ და დახმარება ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვეს, თუმცა ამ დროდე გამოსავალი ვერ მოიძებნა, დროებითი საცხოვრებლის მიღებასა და მათთვის ერთთვიანი ქირის გადახდაზე კი ეკომიგრანტები არ დათანხმდნენ:

„ეს ხალხი რომ შევიდოდა ამ ერთთვიანში, შემდეგ, მეორე თვეში, ვერაფერს ვერ გვპირდებოდნენ და მერე სად უნდა წასულიყვნენ?“

ეთნიკური ბერძნების დაბრუნებამდე წალკაში ჩასახლებულ ეკომიგრანტებს პრობლემები არ ჰქონიათ. ისინი სახლების მესაკუთრე ბერძნებს სახლისა და მიწის ქირას უხდიდნენ. ეკომიგრანტთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორჯღალის“ აღმასრულებელი დირექტორის ციალა ქათამაძის განმარტებით, პრობლემა იმან წარმოშვა, რომ წლების წინ წალკაში ეკომიგრანტთა ჩასახლების პროცესი სტიქიურად წარიმართა, ხელისუფლებას კი 15 წლის განმავლობაში არაფერი უღონია ამ სახლების ეკომიგრანტთა საკუთრებაში დასარეგისტრირებლად. პრობლემა რეალურად აქამდეც არსებობდა, ის მიხედვას საჭიროებდა. ციალა ქათამაძე ამბობს, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვითა სამინისტროს მისმა ორგანიზაციამაც მიმართა, საკითხის მოგვარებისა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ სამინისტროს სახალხო დამცველმაც მოუწოდა. ციალა
ახლა აჭარის მთავრობა დგას იმ პრობლების წინაშე, თუ როგორ მოახდინოს ამ თანხების გენერირება, იმიტომ რომ კანონის საფუძველზე ძალიან გართულდება, რადგან ამის რეგულაციები არ არსებობს...
ქათამაძე იხსენებს, რომ სახლების მესაკუთრე ეთნიკურ ბერძნებს საბანკო ანგარიშებიც გამოართვეს, რათა მათთვის თანხა გადაერიცხათ, მაგრამ ამ დრომდე რეალურად ეკომიგრანტებისთვის 571 სახლია შესყიდული და საცხოვრებლად გადაცემული, მაშინ როცა წალკის მუნიციპალიტეტის 23 სოფელში 2354 ემიგრანტია ჩასახლებული. ამასთან, ციალა ქათამაძე რამდენიმე დღის წინ აჭარაში ეკომიგრანტებთან შესახვედრად ჩასულ დევნილთა მინისტრის სიტყვებსაც იხსენებს და ამბობს, რომ მისთვის ცოტა გაუგებარია, რატომ დააკისრა მინისტრმა აჭარის მთავრობას ამ ადამიანებისთვის დროებითი თავშესაფრის გამოძებნის ვალდებულება:

„ახლა აჭარის მთავრობა დგას იმ პრობლების წინაშე, თუ როგორ მოახდინოს ამ თანხების გენერირება, იმიტომ რომ კანონის საფუძველზე ძალიან გართულდება, რადგან ამის რეგულაციები არ არსებობს... როგორც ვიცი, ისინი მოლაპარაკებას აწარმოებენ ფინანსთა სამინისტროსთან, რომ სარეზერვო ფონდიდან მოხდეს თანხების გამოყოფა, თუმცა ეს პროცესიც იწელება“.

ციალა ქათამაძის მიერ ჩამოთვლილ პრობლემებს ემატება კიდევ ერთი პრობლემა - ეს არის საკანონმდებლო ბაზის არარსებობა. როგორც სახალხო დამცველის აპარატის მართლმსაჯულების თამარ შვანგირაძე

თამარ შვანგირაძე

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამარ შვანგირაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ეკომიგრანტთა უფლებრივ მდგომარეობას დაარეგულირებდა და გაწერდა იმ ვალდებულებებს, რომელიც სახელმწიფომ უნდა იკისროს ამის თაობაზე. არც ერთი საკანონმდებლო აქტი საქართველოში არ განმარტავს, თუ ვინ არის ეკომიგრანტი და რა კატეგორიას შეიძლება განეკუთვნებოდეს ამ სტატუსის მქონე პირი. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გაადაადგილებულ პირთა შესახებ კანონმდებლობა არ გულისხმობს ეკომიგრანტს. ერთადერთი იურიდიული დოკუმენტი, საერთაშორისო აქტი, რომელიც დეფინიციას განსაზღვრავდა, არის 1998 წლის გაეროს სახელმძღვანელო პრინციპები და ეს პრინციპები ზოგადად ადგენს, როგორ უნდა მოექცნენ სახელმწიფო ორგანოები ამგვარ პირებს:

„სახელმწიფოს მიერ ეკომიგრანტებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა აუცილებელ საკვებსა და სასმელ წყალზე, საცხოვრებელსა და თავშესაფარზე, ასევე შესაბამის ტანსაცმელზე, ეს ეხება ასევე პირველად სამედიცინო დახმარებას და სტაციონარულ დახმარებას. შესაბამისად, ეს მინიმალური სტანდარტი, მიუხედავად იმისა, არის თუ არა რეგულირებული საკანონმდებლო დონეზე, დაცული უნდა იყოს აუცილებლად“.
იქ არიან 1998 წელს ჩასული ოჯახები, ნაწილი - ხულოს რაიონიდან, ნაწილის - ადიგენიდან, ნაწილი - გურიიდან. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ვისაც შეუსყიდა სახლები, მინისტრმა განუცხადა, რომ მისი დაკანონების პროცესი დაიწყება და გადაწყდება...

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის რამაზ ჯინჭარაძის სიტყვებით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას დროებითი თავშესაფარი არ გააჩნია, ხოლო რაც შეხება ქირის გადახდას, ერთი თვის ბინის ქირის გადახდის შეთავაზება ეკომიგრანტებმა არ მიიღეს.

რამაზ ჯინჭარაძის სიტყვებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ხვალ წალკაში წასვლასა და ადგილზე ვითარებაში გარკვევას გეგმავენ:

„იქ არიან 1998 წელს ჩასული ოჯახები, ნაწილი - ხულოს რაიონიდან, ნაწილის - ადიგენიდან, ნაწილი - გურიიდან. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ვისაც შეუსყიდა სახლები, მინისტრმა განუცხადა, რომ მისი დაკანონების პროცესი დაიწყება და გადაწყდება, ხოლო რაც შეეხება დანარჩენი ოჯახების საკითხს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კომისია იწყებს ამ საკითხის შესწავლას“.

რაც შეეხება საკითხის გრძელვადიან მოგვარებას, პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე ხნის წინ ბათუმში ყოფნისას განაცხადა, რომ ამ საკითხის მოგვარებას სამი-ოთხი წელი დასჭირდება. სახალხო დამცველი ხელისუფლებას პრობლემაზე დრული რეაგირებისკენ მოუწოდებს.
XS
SM
MD
LG