Accessibility links

ომით დაზარალებულთა 30%-ს ფსიქიკური პრობლემები აწუხებს


ნინო მახაშვილი

ნინო მახაშვილი

12 სექტემბერს თბილისში საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში ჩატარებული ყველაზე ფართომასშტაბიანი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც ომით დაზარალებული მოსახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახავს. კვლევის პროცესში მონაწილეობდა ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლა და ორგანიზაცია „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“. გამოიკითხა ომების შედეგად დაზარალებული 3600 ადამიანი და აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა დაახლოებით 30%-ს ფსიქიკური აშლილობის, სულ მცირე, ერთი კრიტერიუმი მაინც ახასიათებს და, რაც მთავარია, მათგან ნახევარი არანაირ დახმარებას არ იღებს. რამდენად შემაშფოთებელია ამ ადამიანების მდგომარეობა და რა გზები არსებობს მათი რეაბილიტაციისათვის? ამ საკითხზე რადიო თავისუფლება ესაუბრა ნინო მახაშვილს, ხელმძღვანელს ორგანიზაციისა „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“.
XS
SM
MD
LG