Accessibility links

ონლაინდისკუსია საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ


27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები დრამატიზმით ვერ შეედრება შარშანდელ საპარლამენტო არჩევნებს, მაგრამ ის მნიშვნელოვანი ეტაპია საპარლამენტო რესპუბლიკად ქვეყნის გარდაქმნის გზაზე. 23 კანდიდატი აცხადებს სურვილს, გახდეს პრეზიდენტი, რომლის უფლებამოსილებები საგრძნობლად შეზღუდული იქნება 2010 წელს გატარებული საპარლამენტო ცვლილებების საფუძველზე.




ხუთშაბათს, 24 ოქტომბერს, თბილისის დროით 19 საათზე გთავაზობთ ონლაინდისკუსიას საპრეზიდენტო არჩევნების თემაზე. მასში მონაწილეობენ:

თომას დე ვაალი - კარნეგის მშვიდობის ფონდის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის ანალიტიკოსი.

ლორა ლინდერმენი - ატლანტიკური საბჭოს დინუ პატრიჩუს ევრაზიის ცენტრის ასოცირებული დირექტორი.

გია ნოდია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიის კვლევის საერთაშორისო სკოლის პროფესორი, პოლიტოლოგი.

სალომე ასათიანი - რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის პრაღის ოფისის თანამშრომელი.

ბრაიან უიტმორი - რადიო თავისუფლების ცენტრალური საინფორმაციო განყოფილების რედაქტორი.

დისკუსია წარიმართება ინგლისურ ენაზე. შეგიძლიათ თქვენი შეკითხვები წინასწარ გამოგვიგზავნოთ და პირდაპირ ეთერში ადევნოთ თვალი დისკუსიას Google+ Hangout-ის ბმულზე.
XS
SM
MD
LG