Accessibility links

logo-print

​მაიორი ილია ჩანადირი, საქართველოს შეიარაღებული ძალების 43-ე ბატალიონის შტაბის უფროსი, საბრძოლო ამოცანის შესასრულებლად მეორედ მიემგზავრება ავღანეთში. მისი ქვედანაყოფის ოფიციალური საბრძოლო ამოცანაა ბაგრამის ბაზის დაცვა, ამერიკისა და ავღანეთის უსაფრთხოების ძალებთან ერთად რამდენიმე ასეული სოფლის გაკონტროლება და ავღანეთის მთავრობის გავლენის განმტკიცება. საქართველოს სამხედროთა მეორე ნაწილი კი გენერალ გიგი კალანდაძის მეთაურობით არაოფიციალური მისიით იმყოფება უკრაინაში, სადაც ქართველი მოხალისეები უკრაინელ კოლეგებს პროფესიულ გამოცდილებას უზიარებენ და უკრაინის არმიის ხელმძღვანელობას უანგაროდ ეხმარებიან ჯარისკაცებისა და ოფიცრების მომზადებაში. დღევანდელი გადაცემა ორ განსხვავებულ სამხედრო მისიას და განსხვავებული ბედის ორ ოფიცერს ეძღვნება.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG