Accessibility links

logo-print

ორი წელი ლაფანყურის სპეცოპერაციიდან


ლაფანყურის სპეცოპერაციის ორი წლის თავზე სოფელ დუისში სახალხო დამცველი და ექსპერტები ჩავიდნენ.

ლაფანყურის სპეცოპერაციის ორი წლის თავზე სოფელ დუისში სახალხო დამცველი და ექსპერტები ჩავიდნენ.

ორი წელი გავიდა ლაფანყურის სპეცოპერაციიდან. საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია. მუშაობა დაასრულა საზოგადოებრივმა კომისიამ, რომელიც დასკვნას ამზადებს. სპეცოპერაციის ორი წლის თავზე სოფელ დუისში სახალხო დამცველი და ექსპერტები ჩავიდნენ.

ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეზე სპეციალურად შექმნილმა საზოგადოებრივმა კომისიამ მუშაობა დაასრულა, თუმცა მისი გასაჯაროება ჯერ არ მომხდარა. როგორც პანკისის ხეობაში ვიზიტით მყოფმა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, კომისია დასკვნას ამზადებს, რომელიც საზოგადოებას მალე წარედგინება.

„მიღებული გვაქვს საკმაოდ ბევრი დოკუმენტი, ახსნა-განმარტება და მასალა. ჩვენ უკვე ვმუშაობთ ანგარიშზე, რომელიც საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი. ოფიციალური ვერსია, რომელიც თავიდანვე გაჟღერდა, არ შეესაბამება სინამდვილეს“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ჩვენ გვეუბნებიან, რომ გამოძიებული გვაქვს საქმეო და გამოქვეყნებას პრეზიდენტის ბრძანება სჭირდებაო. ჩვენ კი ასევე ვიცით, რომ ამ ამბის გამოქვეყნება ჩვენი ქვეყნის იმიჯის შემლახველია და ამიტომ თავს იკავებენ...

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი კომისიის დასკვნა მზადების პროცესშია, სახალხო დამცველი ცალკეულ თემებზე უკვე ლაპარაკობს. უჩა ნანუაშვილის ინფორმაციით, საზოგადოებრივი კომისიის პირველადი შედეგები ცხადყოფს, რომ ლაფანყურის ოპერაციას ისევ ის ადამიანები იძიებენ, რომლებმაც საქმე ერთხელ უკვე გამოიძიეს. ამას ომბუდსმენი დაუშვებლად მიიჩნევს:

„სახეზეა, რომ გამოძიება გაჭიანურებულია და საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია, თუ რა საფეხურებზეა. რეალურად იგივე ორგანო, შს სამინისტრო, აწარმოებს გამოძიებას და არა პროკურატურა, რასაც ვითხოვდით. გამოძიებაში ის პირები არიან ჩართული, ვინც თავიდანვე იყვნენ“.

ლაფანყურის სპეცოპერაცია 2012 წლის 28 აგვისტოს გვიან ღამით დაიწყო და მსხვერპლით დასრულდა. სპეცოპერაციიდან 2 წელი გავიდა და გამოძიების ოფიციალური შედეგები საზოგადოებისთვის კვლავ უცნობია. როგორც სოფელ დუისის მკვიდრი, ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპული 21 წლის ასლან მარგოშვილის მამიდა, თამარ მარგოშვილი ვარაუდობს, გამოძიების ოფიციალური შედეგები რეალურად ცნობილია, თუმცა სახელმწიფო უწყებებს მისი გამჟღავნება არ სურთ, რადგან ქვეყნის იმიჯის შემლახველია.

„ჩვენ გვეუბნებიან, რომ გამოძიებული გვაქვს საქმეო და გამოქვეყნებას პრეზიდენტის ბრძანება სჭირდებაო. ჩვენ კი ასევე ვიცით, რომ ამ ამბის გამოქვეყნება ჩვენი ქვეყნის იმიჯის შემლახველია და ამიტომ თავს იკავებენ. ჩვენ პოლიტოლოგებთან გვაქვს შეკითხვა, რატომ არ ხდება საქმის გახსნა?! გამოძიებული საქმე თაროზე კი არ უნდა იდოს, ის უნდა გასაჯაროვდეს“.

ლაფანყურის სპეცოპერაციის ორი წლის თავზე სოფელ დუისში სახალხო დამცველი და ექსპერტები ჩავიდნენ.

ლაფანყურის სპეცოპერაციის ორი წლის თავზე სოფელ დუისში სახალხო დამცველი და ექსპერტები ჩავიდნენ.

სპეცოპერაციის საქმეზე შექმნილი საზოგადოებრივი კომისიის წევრია ექსპერტი სოსო ცისკარიშვილიც. ის სახალხო დამცველთან ერთად პანკისის ხეობაში იმყოფებოდა. მისი განმარტებით, ახალ ხელისუფლებას რეალურად ამ საქმის გამოსაძიებლად პოლიტიკური ნება არ აქვს:

„არც წინა ხელისუფლებას და არც ახალს - ჩემდა გასაკვირად, არც კრემლის მესვეურთ - არ გამოუჩენიათ სურვილი ამ საქმის გახნის. ჩემი აზრით, ალბათ, ისევ საზოგადოების აქტიურობა იქნება საჭირო, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას“.

საქართველო–დაღესტნის საზღვარზე, ლოპოტას ხეობაში, საქართველოს შს სამინისტრომ ე. წ. ანტიტერორისტული ოპერაცია 2012 წლის 28 აგვისტოს გვიან ღამით დაიწყო. მაშინდელი შსს–ს ცნობით, სპეცოპერაცია ლაფანყურის ტყიდან 5 ახალგაზრდის გატაცებას მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები 26 აგვისტოს დაიკარგნენ. შსს ირწმუნებოდა, რომ შეიარაღებულმა ჯგუფმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და ახალგაზრდები მძევლებად აიყვანა. სახალხო დამცველმა დღეს განაცხადა, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციიდან 2 წლის შემდეგაც სიმართლე დაუდგენელია.

XS
SM
MD
LG