Accessibility links

logo-print

სამველ პეტროსიანი: "ეს არ არის სტუმართმოყვარე ქვეყნის მიერ მიღებული კანონი"


ახალქალაქი

ახალქალაქი

ჯავახეთის მოსახლეობა ცენტრალურ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. 2014 წელს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად, ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური სომხების დიდ ნაწილს საქართველომ მოქალაქეობა ჩამოართვა, რადგან მათ საქართველოსთან ერთად სომხეთის მოქალაქეობაც ჰქონდათ. კანონის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს 180 დღის შემდეგ ქვეყნის დატოვება ევალება. ჯავახეთის მოსახლეობამ სომხეთის მოქალაქეობის მიღება მასობრივად 2006 წლიდან დაიწყო - მაშინ, როცა საქართველო–რუსეთის ურთიერთობა დაიძაბა და მეზობელ ქვეყანაში მიმოსვლისათვის ვიზის აღება გახდა საჭირო.

საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა ადგილობრივი სომხებისათვის არის პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ, – აცხადებს არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერი. კახა კუკავას მტკიცებით, 2 000–ზე მეტ ადამიანს უკანონოდ ჩამოერთვა მოქალაქეობა, იუსტიციის სამინისტრომ კი პირობა დაარღვია და 1–ლი მარტის ნაცვლად ჩამორთმევის პროცესი დეკემბრის თვიდან დაიწყო.

თუ კანონში შესაბამისი ცვლილება არ შევა ან მოქალაქეობაჩამორთმეული ათასობით ადამიანი ბინადრობის მოწმობის აღებასაც ვერ შეძლებს, ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური სომხები საპროტესტო აქციების გამართვით იმუქრებიან. მელიქ რაისიანის მტკიცებით, სომხეთის მოქალაქეობა ჯავახეთის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა იმისათვის მიიღო, რომ რუსეთში მუშაობა და საქართველოში დატოვებული ოჯახების რჩენა შეძლებოდა.

სამველ პეტროსიანი ერთ–ერთია მათ შორის, ვინც კანონს მხარი არ დაუჭირა. საკითხის დარეგულირება, მისივე თქმით, მას შემდეგ დაიწყო, რაც ჯავახეთის მოსახლეობამ აღნიშნული პრობლემის მოგვარება საქართველოში ვიზიტად მყოფ სომხეთის პრემიერ-მინისტრს სთხოვა. საქართველოს პარლამენტის წევრის მტკიცებით, ორივე ქვეყნის იუსტიციის სამინისტრო უკვე მუშაობს აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად.

ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი სამველ პეტროსიანი იმედს იტოვებს, რომ საქართველოს ხელისუფლება პრობლემას დროულად გადაჭრის.

XS
SM
MD
LG