Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს გენერალური მდივანი ოპოზიციის წარმოამდგენლებს შეხვდა


ეუთოს გენერალური მდივანი დღეს თბილისში შეხვდა ოპოზიციის წარმოამდგენლებს. დახურულ კარს მიღმა საუბრის შემდეგ კოალიცია ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა დავით უსუფაშვილმა და ვიქტორ დოლიძემ განაცხადეს, რომ ეუთო კარგადაა ინფორმირებული საქართველოში არსებული პრობლემების შესახებ. მათივე თქმით, გენერალურ მდივანს მიაწოდეს დამატებითი ინფორმაცია ოპოზციის საწინააღმდეგო ახალი ფაქტების შესახებ. თავად ლამბერტო ძანიერმა საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური ძალებისთვის თანაბარი პირობების შექმნის და ხელისუფლების და ოპოზიციის დიალოგის აუცილებლობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებთან დღევანდელი შეხვედრისას მათ აღნიშნეს, რომ საქართველოში არ არის თანაბარი პირობები, მართლმსაჯულება შერჩევითია და ოპოზიციის მხარდამჭერების მიმართ დისპროპორციული დამოკიდებულება არსებობს. ეუთოს გენერალურმა მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ საარჩევნო პროცესი გამჭვირვალე, არჩევნების შედეგი კი, ხალხის რეალური ნების ამსახველი იქნება.
XS
SM
MD
LG