Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

PACE საქართველოს აკრიტიკებს წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენებისათვის


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 89 ხმით 10-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე ქვეყნებში წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენებას ეხება და, მათ შორის, საქართველოში წინასწარი პატიმრობის კუთხით არსებულ დარღვევებს აკრიტიკებს. ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, PACE-ს დეპუტატებმა "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიერ ინიცირებული ძირითადი შესწორებები არ გაითვალისწინეს. საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მმართველი კოალიცია "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელი და ავტორი რეზოლუციისა "წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენება ევროპის ადამიანის უფლებათა კონვეციის მონაწილე ქვეყნებში", პედრო აგრამუნტი, "პოლიტიკური მეგობრების" ინტერესების გატარებაში დაადანაშაულეს. "პოლიტიკური მოტივაცია იკითხება ამ ანგარიშში, რომელიც ობიექტური უნდა იყოს. მესმის, რომ კრიტიკა აუცილებელია, მაგრამ ბარბაროსობა უწოდო იმ ადამიანის პატიმრობას, რომელსაც არაერთ დანაშაულში ედება ბრალი, შოკისმომგვრელია", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, თედო ჯაფარიძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG