Accessibility links

logo-print

პაკისტანის პრეზიდენტმა დაგმო ექს-პრემიერის შვილის გატაცება


პაკისტანის პრეზიდენტმა, ასიფ ალი ზარდარიმ დაგმო ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იუსუფ რაზა გილანის ვაჟის გატაცების ფაქტი და მას „ლაჩარი მტრის მიერ ჩადენილი მდაბალი აქტი“ უწოდა.

შეიარაღებულმა პირებმა ხუთშაბათს იერიში მიიტანეს მულთანში მიმდინარე წინასაარჩევნო აქციაზე და გაიტაცეს ალი ჰაიდერ გილანი, რომელიც 11 მაისის არჩევნებზე ადგილობრივ საკრებულოში იყრის კენჭს. გილანი პროგრესული, მემარცხენე-ცენტრისტული „პაკისტანის სახალხო პარტიის“ წევრია.

თავდასხმისას მოკლულ იქნა გილანის მცველი, დაიჭრა კიდევ ხუთი პირი.
ჯერჯერობით თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.

ზარდარის მიერ წერილობით გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ „პროგრესული დემოკრატიული პარტიები“ ძალიან შეშფოთებული არიან ექსტრემისტების მუქარის გამო.

ჩემს ძმას, ჰაიდერ გილანის, ამ საღამომდე თუ არ დავიბრუნებთ, ჩემს რეგიონში არჩევნების გამართვას არ დავუშვებ. ჩემი ძმა თუ ჩვენთან ერთად არ იქნება, ვერ შევძლებ ბიულეტენების ჩანთების დარიგებას...
ზარდარი ამბობს, რომ მან საარჩევნო კომისიასა და მთავრობას მოუწოდა მიიღონ ზომები საიმისოდ, რომ ექსტრემისტებმა ვერ შეძლონ არჩევნების ბედის გადაწყვეტა.

გატაცებული კანდიდატის უფროსი ძმა, მუსა გილანი აცხადებს, რომ თუკი მის ძმას შუაღამემდე არ იპოვიან, ის მულთანის მხარეში კენჭისყრის ჩაშლას შეეცდება:

„ჩემს ძმას, ჰაიდერ გილანის, ამ საღამომდე თუ არ დავიბრუნებთ, ჩემს რეგიონში არჩევნების გამართვას არ დავუშვებ. ჩემი ძმა თუ ჩვენთან ერთად არ იქნება, ვერ შევძლებ ბიულეტენების ჩანთების დარიგებას“.

ხუთშაბათი წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო დღეა. კამპანიას ბოლო ხანებში თან ახლავს ყოველდღიური თავდასხმები კანდიდატებსა და პოლიტიკური პარტიების ოფისებზე.

რადიო თავისუფლების პაკისტანური სამსახურის ცნობით, მარტო წუხელ ქვეყნის მასშტაბით ხუთი ასეთი იერიში განხორციელდა. ერთი თვის მანძილზე აფეთქებების შედეგად მოკლულია 100-ზე მეტი ადამიანი. პაკისტანის თალიბანი აცხადებს, რომ მიზანში „სეკულარული პარტიები“ ჰყავს ამოღებული.
XS
SM
MD
LG