Accessibility links

logo-print

პაკისტანი ტერაქტის ორგანიზატორების შეპყრობ​ის პირობას დებს


პაკისტანში თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქების ერთ-ერთი მსხვერპლი საავადმყოფოში

პაკისტანში თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქების ერთ-ერთი მსხვერპლი საავადმყოფოში

პაკისტანის ხელისუფლება პირობას დებს, შეიპყროს ქალაქ ლაჰორში მოწყობილი სისხლიანი ტერაქტის ორგანიზატორები. კვირას ლაჰორში მომხდარ აფეთქებას 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 300 დაშავდა.

პრემიერმა ნავაზ შარიფმა განაცხადა, რომ არ დავრთავთ მათ ნებას, ჩვენი ხალხის სიცოცხლით ითამაშონო. ესაა ჩვენი გადაწყვეტილება, ესაა 200 მილიონი პაკისტანელის გადაწყვეტილება, თქვა შარიფმა. ქვეყანაში სამდღიან გლოვაა, მიმდინარეობს არმიისა და პოლიციის სპეცოპერაციები ექსტრემისტების წინააღმდეგ. კვირას მომხდარი ტერაქტზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა გაერთიანება „ჯამაათ ალ-აჰრარმა“, რომელიც პაკისტანელ თალიბებთან არის კავშირში. აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც პარკში შეკრებილი ქრისტიანები აღდგომას ზეიმობდნენ. თავად ექსტრემისტებმა განაცხადეს, რომ მათი თავდასხმის სამიზნე სწორედ ქრისტიანები იყვნენ, თუმცა ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დაღუპულთა უმრავლესობა მუსლიმია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG