Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში მოწყობილი აფეთქების მსხვერპლთა რიცხვი 72-მდე გაიზარდა


პაკისტანში თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქების ერთ-ერთი მსხვერპლი საავადმყოფოში.
პაკისტანში თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქების ერთ-ერთი მსხვერპლი საავადმყოფოში.

აღმოსავლეთ პაკისტანის ქალაქ ლაჰორის ცენტრალურ პარკში, თვითმკვლელი მოიერიშის მიერ მოწყობილი აფეთქების მსხვერპლთა რიცხვი 72-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის 29 ბავშვია. დაჭრილია 340-მდე პირი, მათგან 25-ის მდგომარეობა მძიმეა. აფეთქებისთვის პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა გაერთიანება „ჯამაათ ალ-აჰრარმა“, რომელიც პაკისტანელი თალიბების ორგანიზაციის წევრია. აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც პარკში შეკრებილი ქრისტიანები აღდგომას ზეიმობდნენ. თავად ექსტრემისტებმა განაცხადეს, რომ მათი თავდასხმის სამიზნე სწორედ ქრისტიანები იყვნენ, მაგრამ ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დაღუპულთა უმრავსელობას მაჰმადიანები შეადგენენ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამძიმარი გამოუცხადა პაკისტანის მთავრობას და ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG