Accessibility links

logo-print

სარა პეილინი მხარდაჭერას უცხადებს დონალდ ტრამპს


ალასკის ყოფილი გუბერნატორი სარა პეილინი (მარცხნივ) და აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი

ალასკის ყოფილი გუბერნატორი სარა პეილინი (მარცხნივ) და აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი

ალასკის შტატის ყოფილი გუბერნატორი სარა პეილინი მხარდაჭერას უცხადებს აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატად დასახელების მსურველ დონალდ ტრამპს, რომელსაც ყველა კონკურენტზე უფრო ძლიერი პოზიცია აქვს. თავად სარა პეილინი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი იყო 2008 წელს. პეილინმა 19 იანვარს გამოაცხადა დონალ ტრამპის მიმართ მხარდაჭერის შესახებ და იმავე დღეს მონაწილეობა მიიღო აიოვის შტატში ტრამპის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში. პეილინის თქმით, დონალდ ტრამპი მზად არის, ამერიკელ ჯარისკაცებს გაანადგურებინოს ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფო“. თავის მხრივ, ტრამპმა განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია სარა პეილინისაგან მხარდაჭერის მიღება. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატმა ბარაკ ობამამ დაამარცხა რესპუბლიკელი ჯონ მაკკეინი, რომლის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატადაც იყო დასახელებული სარა პეილინი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG