Accessibility links

logo-print

თითქმის ორ თვეს გასტანა გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში გამოფენამ “პაოლო იაშვილი და ცისფერყანწელები”. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო 13 “ცისფერყანწელის” ფოტოები, მემორიალური ნივთები, წიგნები და ჟურნალ-გაზეთები, ასევე “ცისფერყანწელების” პორტრეტები და შარჟები. ეს გამოფენა პაოლო იაშვილის დაბადების 120 წლისთავს მიეძღვნა. გიორგი გვახარია ესაუბრა ლიტერატურის მუზეუმის დირექტორს, ლაშა ბაქრაძეს.

XS
SM
MD
LG