Accessibility links

გამომძიებლებმა დაადგინეს პარიზში მომხდარი ტერაქტების ერთ-ერთი მონაწილის ვინაობა


საფრანგეთში გამომძიებლებმა დაადგინეს პარასკევს პარიზში მომხდარი ტერაქტების ერთ-ერთი მონაწილის ვინაობა. ტერაქტების შედეგადაც 129 ადამიანი დაიღუპა და 350-ზე მეტი დაიჭრა. ფრანს პრესის ცნობით, თავდასხმის ადგილზე ნაპოვნი დასახიჩრებული თითის მეშვეობით დაადგინეს, რომ ის ეკუთვნოდა 29 წლის ომარ ისმაილ მოსტეფაის, საფრანგეთის მოქალაქეს, რომელიც შემჩნეული იყო წვრილმან დამნაშავეობასა და რადიკალურ მოსაზრებებში. 13 ნოემბერს განხორციელებული კოორდინირებული თავდასხმების შედეგად პარიზში ექვსი ტერაქტი განხორციელდა სხვადასხვა ადგილას, მათ შორის საკონცერტო დარბაზში, საფეხბურთო სტადიონთან, რესტორნებსა და ბარებში. მოკლულია შვიდი შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელთაც დანაღმული ქამრები ეკეთათ. ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ პასუხისმგებლობა იკისრა თავდასხმებისთვის, რომლებიც, მისი განცხადების თანახმად, პასუხია საფრანგეთის სამხედრო საჰაერო ძალების მონაწილეობაზე სირიასა და ერაყში ექსტრემისტული დაჯგუფების პოზიციების წინააღმდეგ მიმდინარე საჰაერო კამპანიაში. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ქვეყანაში საგანგებო ვითარება გამოაცხადა. ეს ევროპაში ყველაზე დიდი ტერორისტული თავდასხმა იყო მადრიდის 2004 წლის აფეთქებების შემდეგ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG