Accessibility links

logo-print

პარიზის ტერაქტებთან დაკავშირებით პოლიციამ აბდესლამ სალაჰის დაპატიმრების ორდერი გასცა


პოლიციამ, რომელიც იძიებს პარიზში პარასკევს მომხდარი ტერაქტების საქმეს, დაპატიმრების საერთაშორისო ორდერი გასცა ბელგიაში დაბადებულ აბდესლამ სალაჰზე. როგორც ვარაუდობენ, სალაჰი ბელგიაში მონაწილეობდა ტერაქტების ორგანიზებაში თავის ორ ძმასთან ერთად. საფრანგეთის პოლიციამ 15 ნოემბერს გაავრცელა ეჭვმიტანილის ფოტო მას შემდეგ, რაც ბელგიის პოლიციამ დაპატიმრების ორდერი გასცა. ბელგიის პოლიციის ცნობით, შვიდი პირი დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც პარიზში იპოვეს ბელგიაში რეგისტრირებული ორი მანქანა, რომლებიც როგორც ვარადობენ, ტერაქტების დროს გამოიყენეს. 15 ნოემბერსვე საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მასიური საჰაერო იერიშების შედეგად განადგურდა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ორი ობიექტი სირიის ქალაქ რაკაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG