Accessibility links

logo-print

პარლამენტმა პუტინს სირიაში სამხედრო ძალების გამოყენების უფლება მიანიჭა


რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ ერთხმად დაუჭირა მხარი პრეზიდენტისათვის სირიაში სამხედრო ძალების განთავსების უფლების მინიჭებას. ფედერაციის საბჭოში 162 დეპუტატი არც ერთის წინააღმდეგ მიემხრო პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შესაბამის წინადადებას. პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ივანოვმა კენჭისყრის შემდეგ განაცხადა, რომ პარლამენტის მხარდაჭერა აუცილებელი არ არის, მოასწავებდეს სირიაში რუსეთის სახმელეთო ჯარების განთავსებას: მხარდაჭერა მიმართულია საჰაერო ძალების გამოყენების მიმართ. რუსეთი თავის სამხედრო წარმომადგენლობას ზრდის სირიაში, სადაც მხარს უჭერს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს მეამბოხეებთან ოთხი წლის წინ დაწყებულ კონფლიქტში. ზოგი მედიასაშუალების ცნობით, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა უკვე განახორციელეს იერიშები სირიაში. კრემლს არ დაუდასტურებია ეს ცნობები.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG