Accessibility links

logo-print

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა


საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები მთავრობასთან მიმართებით პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ. კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა 135-მა პარლამენტარმა, წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია. პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა მანამდე უმცირესობის სურვილი გაითვალისწინა და სარეიტინგო კენჭისყრა დანიშნა, სადაც ცვლილებებს მხარი 93-მა დეპუტატმა დაუჭირა.
XS
SM
MD
LG