Accessibility links

მშვიდობის საერთაშორისო დღე შიდა ქართლში


21 სექტემბერს მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შიდა ქართლში არაერთი ღონისძიება გაიმართა. სოფელ ნიქოზში, საოკუპაციო გამყოფი ხაზის სიახლოვეს, ახალგაზრდებმა სამშვიდობო აქცია გამართეს. საზოგადოებრივი კავშირის, მეგობრობის ხიდის - „ქართლოსის“ - აქტივისტებმა პოლიციის საგუშაგოსთან ახლოს ხის ღობე მშვიდობის სიმბოლოებით მოხატეს და ცხინვალელ თანატოლებს სამშვიდობო მოწოდებებით მიმართეს.

XS
SM
MD
LG