Accessibility links

logo-print

გერმანიაში დაიწყო ლუც ბახმანის სასამართლო პროცესი


ლუც ბახმანი

ლუც ბახმანი

გერმანიაში დაიწყო ანტიიმიგრაციული მოძრაობის, "პეგიდას", დამფუძნებლის, ლუც ბახმანის, სასამართლო პროცესი. ბახმანს სიძულვილის ენის გამოყენებაში ადანაშაულებენ.

სასამართლოსთან მისი მხარდამჭერები შეიკრიბნენ ბახმანის უდანაშაულოდ ცნობის მოთხოვნით. "პეგიდას" დამფუძნებლისთვის წაყენებული ბრალდება ეფუძნება მის პოსტებს სოციალურ მედიაში: ბახმანი ლტოლვილებს "საქონელს" და "ნაგავს" უწოდებს. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, ლუც ბახმანს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 2014 წელს დაფუძნებული "პეგიდა" აკრიტიკებს გერმანიის კანცლერის საიმიგრაციო პოლიტიკას, რომლის შედეგიც არის შარშან გერმანიაში მილიონზე მეტი მიგრანტის ჩასვლა. "პეგიდას" აქციებზე, რომლებსაც ხშირად ახლავს კონტრდემონსტრაციები, გერმანიაში ათასობით ადამიანი იკრიბება. ამასობაში მოძრაობა რამდენიმე სხვა ქვეყანაზეც გავრცელდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG