Accessibility links

logo-print
2 ნოემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნაზი ჯანეზაშვილი, ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” აღმასრულებელი დირექტორი, სასჯელაღსრულების დაწესებულებებზე საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრი. ნაზი ჯანეზაშვილმა ილაპარაკა მონიტორინგის სპეციფიკაზე, პატიმრობის კოდექსში შესატან ცვლილებებზე. მანვე აღნიშნა, რომ დაწყებულია მსჯელობა სასჯელაღსრულების სისტემაზე მონიტორინგის სისტემის დახვეწაზე. ნაზი ჯანეზაშვილი არის აგრეთვე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრი. ეს ჯგუფი იმუშავებს პოლიტპატიმრების საკითხზე.
XS
SM
MD
LG