Accessibility links

logo-print

რა სჭირდება პენიტენციარული სისტემის უსაფრთხოების გაზრდას?


ცირა ჭანტურია, თამარ ავალიანი

ცირა ჭანტურია, თამარ ავალიანი

საქართველოს პენიტენციარულ სისტემაში ვითარების შეფასებისას უფლებადამცველები შენიშნავენ, რომ პატიმრების წამება და მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობა აღარ არის სისტემური დანაშაული. თუმცა წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სუიციდის შესაძლო ფაქტებზე ინფორმაცია კვლავაც ვრცელდება როგორც სახალხო დამცველის, ისე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ. უფლებადამცველები მიუთითებენ რისკზეც, რომ გამორიცხული არ არის ცალკეული ფაქტის მიუკერძოებლად გამოძიებისა და პენიტენციარული სისტემის გამჭვირვალობის გაზრდის გარეშე პატიმრების მდგომარეობა გაუარესდეს. როგორ შეიძლება გამოძიების მიუკერძოებლობისა და სისტემის გამჭვირვალობის მიღწევა? ამ საკითხზე სასაუბროდ ნინო გელაშვილმა რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში მიიწვია ცირა ჭანტურია, "ციხის საერთაშორისო რეფორმის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის" დირექტორი და თამარ ავალიანი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურიდიული სამსახურის უფროსი.

XS
SM
MD
LG