Accessibility links

logo-print

პენტაგონი: თარხან ბათირაშვილი ავიაიერიშის დროს მიღებული ჭრილობებით გარდაიცვალა


თარხან ბათირაშვილი (ცენტრში)

თარხან ბათირაშვილი (ცენტრში)

პენტაგონის ინფორმაციით, ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი, უმარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი, გარდაიცვალა სირიაში საჰაერო იერიშის დროს მიღებული ჭრილობების შედეგად. საქართველოში მდებარე პანკისის ხეობის მკვიდრი თარხან ბათირაშვილი დაიჭრა 4 მარტს ჩრდილოეთ სირიაში, სადაც მის ბადრაგზე მოეწყო აშშ-ის ავიაიერიში. სამკურნალოდ ის ქალაქ რაყასთან მდებარე საავადმყოფოში მოათავსეს. პენტაგონის პრესმდივნის, კაპიტან ჯეფ დევისის განცხადებით, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“ ავრცელებს, ფიქრობენ, რომ ალ-შიშანი დაჭრილი იყო და გარდაიცვალა. პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ტელეკომპანია "სი-ენ-ენ"-საც უთხრეს, რომ ალ-შიშანი მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. თარხან ბათირაშვილი 2012 წელს შეუერთდა „ისლამურ სახელმწიფოს“ და მის ერთ-ერთ საუკეთესო სარდლად ითვლებოდა. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს თარხან ბათირაშვილი შეყვანილი ჰყავდა ყველაზე საშიშ ძებნილთა სიაში და მისი შეპყრობისათვის დაწესებული ჰქონდა ფულადი ჯილდო, 5 მლნ დოლარი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG