Accessibility links

logo-print

კრემლისთვის "საინტერესო არ არის" ლიტვინენკოს შესახებ გამოძიების შედეგები


ეფ-ეს-ბე-ს ყოფილი ოფიცერი ალექსანდრ ლიტვინენკო. 1998 წლის ფოტო.

ეფ-ეს-ბე-ს ყოფილი ოფიცერი ალექსანდრ ლიტვინენკო. 1998 წლის ფოტო.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კრემლისთვის "საინტერესო არ არის" ეფ-ეს-ბე-ს ყოფილი ოფიცრის, ალექსანდრ ლიტვინენკოს სავარაუდო მკვლელობასთან დაკავშირებით ბრიტანეთში ჩატარებული გამოძიების შედეგები. პესკოვმა ეს განცხადება გააკეთა მოსკოვში - ერთი დღით ადრე ბრიტანეთში გამოძიების შედეგების გამოქვეყნებამდე. შარშან ივლისში ლონდონის სამეფო სასამართლოს სხდომაზე ლიტვინენკოს ქვრივის ადვოკატმა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი დაადანაშაულა ლიტვინენკოს მკვლელობის დაკვეთაში და განაცხადა ისიც, რომ კრემლი ხელს უშლის გამომძიებლებს. ადვოკატ ბენ ემერსონის ინფორმაციით, ლიტვინენკო ჩაითვალა რუსეთის სახელმწიფოს მტრად და ლიკვიდირებულ იქნა, რადგან აპირებდა პუტინსა და ორგანიზებულ დანაშაულს შორის კავშირის გამოაშკარავებას. ბრიტანეთის პოლიცია რუსეთის ორ მოქალაქეს, დმიტრი კოვტუნსა და ანდრეი ლუგოვოის ადანაშაულებს კრემლის ხელშეწყობით ლიტვინენკოს მკვლელობაში. ორივე უარყოფს ბრალდებას და მოსკოვი უარს ამბობს მათ ექსტრადიციაზე. ლიტვინენკო 2006 წელს გარდაიცვალა ლონდონში რადიოაქტიული პოლონიუმით მოწამვლის შედეგად.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG