Accessibility links

logo-print

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუგარეთში საქონლის დაავადებაა გავრცელებული. ადგილობრივები ამბობენ, რომ 20-მდე პირუტყვი უკვე დაიხოცა, 50 ათამდე კი დაცემულია. ისინი საქონელს მედიკამენტებით მკურნალობენ, თუმცა რა ინფექციითაა დაავადებულიპირუტყვი,არ იციან. სოფელშიირწმუნებიან, რომ დახოცილი და დაავადებული საქონლის რიცხვი დღითი დღე იზრდება.მუგარეთშიხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.

ჩადუნელების ოჯახი ერთ-ერთია სოფელ ში, ვისაც პირუტყვი დაეხოცა. გერონტი ჩადუნელს ერთი ხბო ჰყავს დაავადებული და მედიკამენტებით თავად მკურნალობს, თუმცა ზუსტად არ იცის, პირუტყვი რა ინფექციითაა დაავადებული. მუგარეთის მკვიდრმა ცხოველის ხორცი გამოსაკვლევად ლაბორატორიაში მიიტანა, თუმცა, მაღალი გადასახადის გამო, გამოკვლევა ვერ მოახერხა.

მოსახლეობის განმარტებით, ინფექცია სოფელში ორ კვირაზე მეტია, რაც გავრცელდა. დაავადებულ პირუტყვსკვების შემცირება და კიდურებისა და ზურგის შესიება ახასიათებს. შესაძლოა, სიმპტომების გაჩენიდან პირუტყვიორ საათში დაიხოცოსკიდეც.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუგარეთში გავრცელებული დაავადების შესახებ ცნობილია სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოსათვის.სამმართველოს ხელმძღვანელი ლია ბექაური ამბობს, რომ მისი თანამშრომლები სოფელში იმყოფებოდნენ და ანალიზებიც აიღეს. მისივე თქმით, მუგარეთში, სავარაუდოდ, დაავადება ემკარი ან პასტეროლოზია გავრცელებული. ლაბორატორიული კვლევის დასკვნას ლია ბექაური უახლოეს დღეებში ელოდება.

მუგარეთის მცხოვრებლებიდაავადებულ პირუტყვს საქონლის სადგომებისაგან იზოლირებულად ინახავენ, დახოცილ ცხოველებს კი მარხავენ. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ საშიშროებაა ინფექცია მთელ სოფელში გარცელდეს, ვეტერინარები კი განმარტავენ, რომ პასტერელოზსა და ემკარზე პირუტყვი საკუთარი სახსრებით თავად მოსახლეობამ უნდა აცრას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG