Accessibility links

შსს საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა


შსს

შსს

შსს გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას. მიხეილ სააკაშვილმა 30 დეკემბერს, ქვემო ქართლის სოფელ ჯანდარაში, წინა დღეს გაძარცვულ ოჯახში სტუმრობისას განაცხადა, რომ პოლიციამ საგანგებო რეჟიმით მუშაობა უნდა დაიწყოს. შსს-ს მიერ 31 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სოფელ ჯანდარაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი რამდენიმე საათში გაიხსნა და ხუთივე ეჭვმიტანილი პოლიციამ ოპერატიულად დააკავა. სამინისტროს ცნობითვე მძარცველების მიერ მიტაცებული თანხა და ოქროს ნივთები ოჯახს უახლოეს დღეებში დაუბრუნდება. გვსურს აღვნიშნოთ ისიც, რომ ნოემბერ-დეკემბერში ქვემო ქართლის რეგიონში ყაჩაღობის 10 რეგისტრირებული ფაქტიდან 6 გახსნილია ისევე, როგორც სექტემბერსა და ოქტომბერში მომხდარი დანაშაული - აცხადებს შსს. მას მოჰყავს 2003-2012 წლების სტატისტიკა, რომლის თანახმად, ქვემო ქართლის რეგიონში აღრიცხული იყო ყაჩაღობის 471 ფაქტი, რომელთაგან გახსნილია 251. შსს-ს განცხადებით, ახალი ხელმძღვანელობის მიერ დაგეგმილი და ოპერატიული სამსახურების მიერ მიღებული კომპლექსური ზომების შედეგად, წელს დეკემბერში შეინიშნება კრიმინალური ვითარების სტაბილიზება და დანაშაულის ფაქტების მკვეთრად შემცირება არა მხოლოდ ქვემო ქართლის რეგიონში არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით და ამასთან, გაზრდილია დანაშაულის გახსნის ოპერატიულობის დონე.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG