Accessibility links

logo-print

რა სჭირდებათ პოლიტპატიმრებს სტატუსის გარდა?


გელა ნიკოლაიშვილი, ალეკო ცქიტიშვილი

გელა ნიკოლაიშვილი, ალეკო ცქიტიშვილი

უფლებადამცველების ნაწილი თვლის, რომ პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე პირებს უნდა მიეცეთ თავიანთი საქმეების გადახედვისა და სამართლებრივი რეაბილიტაციის შესაძლებლობა.

ამისთვის კი უფლებადამცველები მართებულად თვლიან - სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ახლადგამოვლენილ გარემოებათა ნუსხას დაემატოს პარლამენტის 2012 წლის გადაწყვეტილება, რომლითაც ათეულობით ადამიანს პოლიტპატიმრის სტატუსი მიენიჭა. კანონმდებლების პოზიციები ამ საკითხზე განსხვავებულია და გადაწყვეტილების მიღებაც ყოვნდება. რა არის პრობლემა? ამის გარკვევას შეეცადა ნინო გელაშვილი დღევანდელი სადისკუსიო რუბრიკის სტუმრებთან ერთად. ესენი არიან - „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი და „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი, ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG