Accessibility links

პოლიციას ეთიკის ახალი კოდექსი აქვს, რომელიც პოლიციელების ქცევის წესებს განსაზღვრავს. დოკუმენტის პრეზენტაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ 22 იანვარს სასტუმრო ”რედისონ ბლუ ივერიაში” ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსების წარმომადგნლებისათვის მოაწყო. ეთიკის კოდექსი, შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პოლიციის დეპოლიტიზაციის პროცესის შემადგენელი ნაწილია.

”ჩვენი გუნდის სურვილია, რომ პოლიციელი გახდეს სამაგალითო მოქალაქე დღევანდელ საზოგადოებაში”.

ეს შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტია იმის დასასაბუთებლად, თუ რატომ სჭირდება პოლიციას ეთიკის ახალი კოდექსი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა ამ სფეროში 2004 წელს დაწყებულ რეფორმას, რომელსაც წინა ხელისუფლება თავისი მმართველობის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ რეფორმად თვლიდა, დაუსრულებლად მიიჩნევს. ეთიკის ახალი კოდექსი, რომელმაც პოლიციელის ქცევა უნდა განსაზღვროს, როგორც ღარიბაშვილი აცხადებს, მთლიანად სისტემის დეპოლიტიზაციის გზაზე ერთ-ერთი ნაბიჯია. კოდექსი განსაზღვრავს პოლიციელის საქმიანობის პრინციპებს, ქცევის ზოგად წესებს, მათ შორის, საზოგადოებასთან მოქცევის, კოლეგებთან ურთიერთობის, ძალის გამოყენების, დაკავებული პირებისადმი მოპყრობის წესებს.
ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი


”პოლიციის ეთიკის კოდექსით განსაზღვრული წესების დარღვევის შემთხევვაში, პოლიციელს დაეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა საქართველოში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობითა და საქართველოს შს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესით”, - წესის დამრღვევი, ამბობს მინისტრი ღარიბაშვილი, შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისგებაშიც მიეცეს, გააჩნია დარღვევას.

პოლიციელის ზოგადი ქცევის წესებში წერია, რომ მას ”ეკრძალება სამორინეში ან სათამაშო აპარატების სალონში შესვლა, გარდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებთან დაკავშირებით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შემთხვევებისა. უნიფორმაში მყოფ პოლიციელს ასევე ეკრძალება გასართობ ადგილებში ყოფნა... პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოქალაქესთან ურთიერთობისას ეკრძალება სიგარეტის მოწევა, საღეჭი რეზინის ღეჭვა, მობილურზე საუბარი, მანქანიდან საუბარი, მზის
ალბათ, ახალ ხელისუფლებას სურს, რომ მოქალაქეებს დაანახვონ, რომ პოლიციელები არიან ის ადამიანები, ვინც მათ უნდა დაეხმაროს, მათ უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნოს...

სათვალის ტარება და მოუწესრიგებელ მდგომარეობაში ყოფნა“. ვინ გააკონტროლებს, იცავს თუ არა ესა თუ ის პოლიციელი დადგენილ წესებს?

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ამისათვის სამინისტროში 50 ადამიანისგან შემდგარი მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნა.

ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მსგავსი დოკუმენტების შემუშავება თავისთავად დადებითი ფაქტია, თუმცა ნებისმიერი ასეთი დოკუმენტი შეიძლება ცარიელ ქაღალდად იქცეს, თუ ის, რაც მასში წერია, არ შესრულდება.

”ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი შინაარსის რეგულაცია დავწეროთ, თუმცა თუ მისი იმპლემენტაცია არ მოხდა, თუ არ დავინახეთ, რომ მას იცავს მოქალაქე, ცხადია, ამ დოკუმენტის არსებობა აზრს კარგავს. გასულ წლებში ჩვენ დავრწმუნდით, რომ, მიუხედავად არსებული საკანონმდებლო ბაზისა,პოლიციელები (ცხადია, ყველას არ ვგულისხმობ) უხეშად არღვევდნენ ადამიანების უფლებებს, არღვევდნენ კანონს და ამ შემთხვევაშიც მთავარი იქნება ამ კოდექსის წესების შესრულება და დაკვირვება - რამდენად რეალურად ასრულებენ მათ ეკა გიგაური

ეკა გიგაური

სამართალდამცავები”, - აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.

უფლებადამცველი ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” აღმასრულებელი დირექტორის ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, პოლიციელის მიერ ადამიანის უფლების დარღვევა რომ დანაშაულია, ეს ისედაც განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით, მისი შესაბამისი კანონმდებლობით თუ საერთაშორისო აქტებით, თუმცა ამ ყველაფერმა კიდევ ერთ ზოგადი შინაარსის დოკუმენტში მოიყარა თავი:

”იმიჯზეც არის მასში ლაპარაკი. ალბათ, ახალ ხელისუფლებას სურს, რომ მოქალაქეებს დაანახვონ, რომ პოლიციელები არიან ის ადამიანები, ვინც მათ უნდა დაეხმაროს, მათ უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნოს და არა ისინი, ვინც, პირიქით, მათ ინტერესებს არ გაითვალისწინებს, მათ უფლებებს დაარღვევს და უხეშად მოექცევა მათ”.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG