Accessibility links

logo-print
საქართველოს პარლამენტი განიხილავს „პოლიციის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში მომზადდა. კანონპროექტის მიხედვით, იცვლება როგორც პოლიციის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე კანონის ცალკეული თავები და მთლიანი სტრუქტურა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივას საპარლამენტო ოპოზიცია მხარს არ უჭერს, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი კი კანონპროექტის ავტორებს პოლიციის უფლებამოსილების გაზრდისა და „ახალი საპოლიციო ღონისძიებების“ ბუნდოვანების გამო აკრიტიკებს.
შსს-ს შესახებ კანონპროექტის სახით მთელი რიგი შემაშფოთებელი სიახლეები შემოდის, მათ შორის, კანონდება რეიდები. ასევე შესაძლებელია, ამ კანონპროექტიდან გამომდინარე, მოხდეს პოლიციელთა მასიური გათავისუფლება...

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ცვლილებათა მიზანია მაქსიმალურად გათავისუფლდეს პოლიცია პოლიტიკური გავლენისაგან. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში პოლიციას აღარ ექნება საშუალება ეგრეთ წოდებული „გონივრული ეჭვის“ საფუძველზე დააკავოს მოქალაქეები:

„ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება პირის გაჩერებას, დაკითხვას და შემოწმებას, მაღალი დასაბუთებული სტანდარტით შემოდის ახალ კანონპროექტში. „გონივრული ეჭვი“, რომელიც იყო მუდმივად კრიტიკის საგანი, უქმდება და მის ნაცვლად შემოდის ისეთი ტერმინი, როგორიც არის „პირის მოწვევა“ ან „შემოწმება“ და ა.შ., და რომელიც გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა იარსებებს დასაბუთებული გარემოებები“.

გარდა ამისა, ასევე იცვლება პოლიციის რიგებში მიღებისა და სამსახურიდან დათხოვნის რეგულაცია. კერძოდ, უქმდება ეგრეთ წოდებული მიღების ზღვრული ასაკი, რომელიც 35 წლით იყო განსაზღვრული. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ახალი ტერმინის - „სპეციალური პოლიციური კონტროლის“ - შემოღებას, რაც, როგორც პარლამენტში გამართულ განხილვაზე გაირკვა, ძალიან აშფოთებს საპარლამენტო ოპოზიციას. დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის კომენტარი:

„შსს-ს შესახებ კანონპროექტის სახით მთელი რიგი შემაშფოთებელი სიახლეები შემოდის, მათ შორის, კანონდება რეიდები. ასევე შესაძლებელია, ამ კანონპროექტიდან გამომდინარე, მოხდეს პოლიციელთა მასიური გათავისუფლება. ასევე მცირდება პოლიციაში დასაქმებული პირებისთვის წაყენებული მოთხოვნები, კონკურსის გავლისა და პოლიციის აკადემიის დასრულების აუცილებლობა“.
მინდა ვუთხრა ოპონენტებს, რომ სწორედ მათი ხელისუფლების პირობებში გათავისუფლდა ბევრი პოლიციელი. სტატისტიკის თანახმად, ყოველწლიურად ათავისუფლებდნენ 4 ათას პოლიციელს, ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მხოლოდ 1% გავათავისუფლეთ...

საპარლამენტო უმცირესობის შიშსა და ეჭვებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. კანონპროექტის ავტორის, მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას თქმით, არც არსებული სტატისტიკა და არც კანონპროექტის შინაარსი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ მოსალოდნელი იყოს სამსახურიდან პოლიციელთა მასობრივი დათხოვნა და შევარდნაძის ეპოქაში დაბრუნება:

„თითქოს იგეგმება ამ კანონის შემდეგ პოლიციელთა გათავისუფლება. მინდა ვუთხრა ოპონენტებს, რომ სწორედ მათი ხელისუფლების პირობებში გათავისუფლდა ბევრი პოლიციელი. სტატისტიკის თანახმად, ყოველწლიურად ათავისუფლებდნენ 4 ათას პოლიციელს, ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მხოლოდ 1% გავათავისუფლეთ“.

თუმცა კანონპროექტში არსებული ხარვეზების შესახებ საუბრობენ არასამთავრობო სექტორშიც. კერძოდ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი თათული თოდუა მიიჩნევს, რომ ბუნდოვანების შემცველია სამსახურიდან დათხოვნის მექანიზმი, რომელიც შეიძლება ამოქმედდეს ეგრეთ წოდებული საშტატო-საორგანიზაციო ღინისძიების განხორციელების შედეგად:

„საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებები“ ცოტათი განსხვავებული ტერმინია. შესაბამისად, უპირატესობას მივანიჭებდი სიტყვა „რეორგანიზაციას“, რადგანაც ეს უფრო დამკვიდრებული ტერმინია და კანონითაც გაწერილია, თუ რა პროცედურების დაცვით უნდა თათული თოდუა

თათული თოდუა

ჩატარდეს რეორგანიზაცია, ხოლო ახალი ტერმინის ხსენება შესაძლოა აჩენდეს რისკს ამ პროცედურების დაუცველად განხორციელდეს რაიმე ტიპის ქმედება, რომელსაც დაარქმევენ არა რეორგანიზაციას, არამედ „საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებებს“ და ამის საფუძველზე გაუშვან პოლიციელი სამსახურიდან“.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში” კი მიიჩნევენ, რომ გაუმართლებლად ფართოვდება პოლიციის უფლებამოსილებები. კერძოდ, პოლიციას ეძლევა საშუალება პრევენციული მიზნებისთვის შეზღუდოს პირის უფლებები, რათა თავიდან აიცილოს ან აღკვეთოს პოტენციური სამართალდარღვევა.

“ბუნდოვანია რა გარემოებებიდან გამომდინარე უნდა ივარაუდოს პოლიციელმა, რომ პირი ქუჩაში დანაშაულებრივი განზრახვით გადაადგილდება. ასეთი სამართლებრივი რეგულირების შემთხვევაში, სავარაუდოა, რომ სამართალდამცავთა აქცენტები პირის მიერ განხორციელებულ მოქმედებებზე მეტად პირის მახასიათებლებზე გადავა. ზოგადად, სახიფათოდ მიგვაჩნია, მომავალში დანაშაულის შესაძლო ჩადენის საფრთხეზე პოლიციის მხრიდან ასეთი ინტენსივობის პრევენციული ფუნქციების განხორციელება”, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს პარლამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივის დაჩქარებული წესით მიღებას აპირებს, რასაც ასევე აპროტესტებს საპარლამენტო უმცირესობა, რომლის წევრები შიშობენ, რომ, კანონპროექტის დეტალური განხილვის გარეშე მიღებით, თვისებრივად გაუარესდება პოლიციის მუშაობა. ოპონენტების ამგვარ კრიტიკას უსაფუძვლოდ მიიჩნევს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომლის თქმითაც, მერაბიშვილის პოლიციის კიდევ უფრო მეტად გაუარესება, შეუძლებელია.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG