Accessibility links

ვარშავა განიხილავს ნატოს ატომური იარაღის განაწილების პროგრამას


პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ვარშავა განიხილავს, ითხოვოს თუ არა ატომური იარაღის ხელმისაწვდომობა ნატოს იმ პროგრამის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს ამ ტიპის იარაღის არმქონე ქვეყნების მიერ მის დროებით მიღებას აშშ-ისგან. პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ტომაშ შატროვსკიმ, ეს 5 დეკემბერს უთხრა კერძო ტელეარხ პოლსატს. ამ განცხადების ფონია პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში არსებული მზარდი შეშფოთება რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალის გაძლიერების თაობაზე, ისევე, როგორც კრემლის როლზე უკრაინის კონფლიქტში. მინისტრის მოადგილის განცხადება წარმოადგენს პირველ შემთხვევას, როცა ოფიციალური პირი ამბობს, რომ ვარშავა ე.წ. „ბირთვული განაწილების“ პროგრამას განიხილავს თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდის მიზნით. 28-წევრიანი ნატოს შემადგენლობაში მხოლოდ სამ ქვეყანას აქვს ბირთვული არსენალი - აშშ-ს, საფრანგეთსა და ბრიტანეთს. თუმცა ბელგიას, გერმანიას, იტალიას, ჰოლანდიას და თურქეთს ამ პროგრამის ფარგლებში მიღებული აქვთ ბირთვული იარაღი აშშ-ისგან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG