Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

pom-pom-ის დეკორაციები


ნუცა ქირია და ლიკა ლაბაძე
ნუცა ქირია და ლიკა ლაბაძე

ამ ბოლო დროს საქართველოში სულ უფრო და უფრო იზრდება მოთხოვნა იმ კომპანიებზე, რომლებიც სხვადასხვა წვეულების გაფორმებასა და დაგეგმვაში გვეხმარებიან. მოთხოვნასთან ერთად ბაზარზე ჩნდებიან ახალ-ახალი კომპანიები და კონკურენციაც მატულობს.

ნუცა ქირიასა და ლიკა ლაბაძეს pom-pom-ის შექმნის იდეა ერთი წლის წინ გაუჩნდათ. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ექსკლუზიურ ხელნაკეთ დეკორაციებს წვეულებისთვის, დეკორაციებისთვის გამოყენებული მასალა კი უმეტესად ქაღალდია.

pom-pom-ის დეკორაციები
please wait

No media source currently available

0:00 0:02:19 0:00
გადმოწერა

ნუცა: იდეა საკუთარი ხელმოწერის შემდეგ გამიჩნდა. მინდოდა გამეკეთებინა განსხვავებული დეკორაცია. შევისწავლე ბაზარი, რომელმაც არ დამაკმაყოფილა. ამიტომ გადავწყვიტე ხელმოწერისთვის საჭირო დეკორაცია მე თვითონ გამეკეთებინა. პირველი მცდელობა იყო და იმდენად დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, რომ ვიფიქრე სერიოზულად გამეგრძელებინა ეს საქმე და შემექმნა კომპანია, რომელიც გააფორმებდა სხვადასხვა წვეულებებს. მოვიწვიე ლიკა და უკვე ერთი წელია, რაც ერთად ვმუშაობთ.

იდეას განხორციელება სჭირდება. თავიდან ყველაფერი ენთუზიაზმით დაიწყო, მანამდე კომპანიის შემქმნელებს არც ბიზნესგამოცდილება ჰქონდათ. პირველი შეკვეთიდან წამოსულმა დადებითმა შეფასებამ კი სტიმული გააჩინა, რაც ნუცას და ლიკას საქმის უკეთ კეთებაში დაეხმარა.

ლიკა ლაბაძე: არ გვაქვს მზა პროდუქცია, თითოეულ შეკვეთას ინდივიდუალურად, კლიენტის მოთხოვნიდან გამომდინარე, ვამზადებთ. კლიენტთან ერთად გავდივართ ყველა დეტალს, რის შემდეგაც ვიწყებთ უკვე იდეაზე ფიქრს და დაგვყავს იმ დონემდე, რომ მისაღები იყოს როგორც ფასით, ისე ვიზუალურად. ყველა შეკვეთა ინდივიდუალურია.

კომპანიასა და მომხარებელს შორის კომუნიკაცია სოციალური ქსელით, Facebook-ითა და instragram-ით, ხდება. Pom-pom-მა არსებულ ბაზართან ერთად კონკურენტი კომპანიებიც შეისწავლა. როგორც ნუცა და ლიკა ამბობენ, მათთვის მნიშვნელოვანია ხარისხი და ამიტომ ხშირად პროდუქტისთვის საჭირო მასალას საზღვარგარეთიდანაც იწერენ. გარდა წვეულებისთვის განკუთვნილი დეკორაციებისა, კომპანიის შემქმნელები საცალო გაყიდვაზეც ფიქრობენ და ამბობენ, რომ ამ მხრივ მომხმარებლის დაინტერესება დიდია.

  • 16x9 Image

    დათო ქორიძე

    რეპორტიორი, ფოტოგრაფი. მუშაობს ადამიანის უფლებების, უმცირესობების და სხვა სოციალურ საკითხებზე. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2015 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG