Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრსა და გენერალურ პროკურორს გადადგომა სთხოვა


უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკს და გენერალურ პროკურორს, ვიქტორ შოხინს გადადგომა სთხოვა. „იმისათვის, რომ აღვადგინო მთავრობისადმი ნდობა, პრეზიდენტი სთხოვს გენერალურ პროკურორს და პრემიერ-მინისტრს, რომ ისინი გადადგნენ“, ნათქვამია პრეზიდენტის პრესსპიკერის, სვიატოსლავ ცეგოლკოს მიერ ამ წუთებში ტვიტერით გავრცელებულ შეტყობინებაში. პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება გამოცხადდა პარლამენტში იაცენიუკის დაგეგმილ გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე. ქვეყნის უზენაეს საკანონმდებლო ორგანოში შესაძლოა პრემიერ-მინისტრისა და მთავრობისადმი ნდობის საკითხი დადგეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG