Accessibility links

logo-print

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" გამოაქვეყნა ინფორმაცია ბათუმის მერიასა და აჭარის ავტონომიის მთავრობასა და უმაღლეს საბჭოში 2014 წლის პირველ ხუთ თვეში გაცემული პრემიების შესახებ. მის მიერ შესაბამისი სამსახურებიდან გამოთხოვილი მონაცემებით, ყველაზე ნაკლები - 5 ათას 535 ლარი - მიღებული აქვს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელს, გიორგი ერმაკოვს, რომელიც დღეს უკვე ქალაქის არჩეული მერია. მას 5 თვის განმავლობაში მიღებული 8 ათას 650 ლარით მოსდევს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, ყველაზე მეტი თანხა კი, 15 ათასი ლარი, ადგილობრივი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ავთანდილ ბერიძეს აქვს მიღებული.

XS
SM
MD
LG