Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ერთმანეთს შეხვდნენ სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრები


კარენ კარაპეტიანი, გიორგი კვირიკაშვილი
კარენ კარაპეტიანი, გიორგი კვირიკაშვილი

23 თებერვალს თბილისში გაიმართა საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა. სომხეთის პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი, რომელიც ამ პოსტზე 2016 წლის სექტემბერში დაინიშნა, პირველად ჩამოვიდა საქართველოში.

„სომხურ-ქართული ურთიერთობები ძალიან მაღალ დონეზეა, მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს ძალიან დიდი პერსპექტივები. ჩვენ გარკვეული იდეებით ჩამოვედით და სიამოვნებით განვიხილავთ მათ თქვენთან ერთად“, - მიმართა კარენ კარაპეტიანმა გიორგი კვირიკაშვილს.

მხარეებმა, პირისპირ შეხვედრისას, სხვადასხვა სფეროში ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს. სომხეთის სამთავრობო დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ კარენ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით, ორი დღეს დაყოფს საქართველოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG