Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სტრასბურგში შეხვდა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს ელმარ ბროკს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა შეაფასეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების თემაზე ევროპარლამენტში 6 ივნისს გამართული დებატები. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის საქართველომ ყველა ვალდებულება და მოთხოვნა შეასრულა და მნიშვნელოვანია, რომ შემდგომი პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობითვე, გიორგი მარგველაშვილმა და ელმარ ბროკმა ისაუბრეს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განვითარებასა და შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე და აღნიშნეს, რომ არჩევნები სამართლიან გარემოში უნდა ჩატარდეს და დემოკრატიის ყველაზე მაღალ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG