Accessibility links

logo-print

პრინცი ჰარი ავღანეთიდან სამშობლოში ბრუნდება


პრინცი ჰარი "აპაჩის" ვერტმფრენის ფონზე

პრინცი ჰარი "აპაჩის" ვერტმფრენის ფონზე

დიდი ბრიტანეთის პრინცი ჰარი შინ ბრუნდება ავღანეთში სამხედრო სამსახურის ვადის ამოწურვის შემდეგ. ელისაბედ მეორის 28 წლის შვილიშვილი, რომელიც რიგით მესამეა ტახტის მემკვიდრეთა სიაში, აცხადებს, რომ ავღანეთში „აპაჩის“ ტიპის ვერტმფრენის მეორე პილოტის პოზიციიდან იბრძოდა თალიბების წინააღმდეგ.

მათ, ვისაც სურს, ჩვენს ბიჭებს რაიმე ავნოს, ჩვენ გზიდან ვიცილებთო, უთხრა პრინცმა ერთ დასავლელ ჟურნალისტს. ჰარი მეორედ იყო ავღანეთში, ხუთთვიანი ვადით და კაპიტან უელსის ფსევდონიმით მსახურობდა სამხრეთ ავღანეთში განთავსებულ ბრიტანულ სამხედრო ბაზაზე.

ავღანეთში ამ მეორე მისიამ მისთვის უფრო მშვიდად ჩაიარა, ვიდრე პირველმა, 2007-2008 წლებში, როცა მედიაში გაჟონა ინფორმაციამ მისი ადგილსამყოფლის შესახებ. ჰარისა და მისი თანამებრძოლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მაშინ მას წინასწარ განსაზღვრულ ვადაზე ადრე დაატოვებინეს ავღანეთი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG