Accessibility links

პრობლემები ერგნეთში


სოფელ ერგნეთში 2008 წლის ომის დროს დაზიანებული და დანგრეული სახლების აღდგენა დასრულდა. დანიის ლტოლვილთა კომიტეტის დახმარებით, ყველა სახლს გაუკეთდა სახურავი და ორი ოთახი საცხოვრებლად მოეწყო. ომის დროს სოფლის სახლების 80 პროცენტი ერგნეთში შესულმა შეიარაღებული დაჯგუფებების წარმომადგენლებმა ჯერ გაძარცვეს და შემდეგ დაწვეს. სოფელში პრობლემები შვიდი წლის განმავლობაში გვარდება, მაგრამ ერგნეთს სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა ისევ აწუხებს. სოფლამდე მიყვანილი ბუნებრივი აირის მილსადენიც, ჯერჯერობით, უფუნქციოა. ერგნეთელები ყველაზე მეტად ხელისუფლების წარმომადგენლების ყურადღებას ითხოვენ. მათი აზრით, თუ სარწყავი სისტემა სასწრაფოდ არ შეკეთდა, გვალვიანი ზაფხულის პირობებში სოფელი ისევ მოსავლის გარეშე დარჩება.

XS
SM
MD
LG