Accessibility links

logo-print

პროკურატურა იური ვაზაგაშვილის სიკვდილის მიზეზებს იძიებს


იური ვაზაგაშვილი

იური ვაზაგაშვილი

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება იური ვაზაგაშვილის სიკვდილის ფაქტზე, განზრახ მკვლელობის მუხლით. ვაზაგაშვილი დღეს მკვდარი იპოვეს კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, შვილის საფლავთან. იური ვაზაგაშვილის შვილი - ზურაბი 2006 წელს, თბილისში მოკლეს სამართალდამცველებმა. იური ვაზაგაშვილი კატეგორიულად უარყოფდა მაშინდელი გამოძიების დასკვნას, რომ სპეცოპერაციის დროს ყაჩაღური ჯგუფის წევრები დაიღუპნენ. ის დარწმუნებული იყო შვილის უდანაშაულობაში და საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი ხელისუფლებისგან მოითხოვდა ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის ხელახლა გამოძიებას. როგორც იუწყებიან, დღეს იური ვაზაგაშვილის სიცოცხლე შეიწირა აფეთქებამ, რომლის შესახებაც სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს, საფლავი დანაღმული იყო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG