Accessibility links

logo-print
ადამიანის უფლებათა დამცველ თამაზ ბაკურიძეს მიაჩნია, რომ აჭარის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, ასლან აბაშიძის დანატოვარი - როგორც პირადი ასევე სახელმწიფო ქონების - ბედი კვლავ გაურკვეველია. წლების წინ, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, 8 ერთეული ”ჰამერის” და 4 ერთეული ”მერსედესის” მარკის დაჯავშნული ავტომობილების, იარაღის, ნახატების კოლექციისა და ძვირადღირებული ბიბლიოთეკის გაყიდვის შედეგად შემოსული თანხა მოსახლეობას უნდა მოხმარებოდა. თუმცა თამაზ ბაკურიძის განცახდებით, აღნიშნული ქონება ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ლევან ვარშალომიძემ, გიგი უგულავამ, ვანო მერაბიშვილმა და ზურაბ ადეიშვილმა პირადად განკარგეს. თამაზ ბაკურიძე მიიჩნევს, რომ არის საფრთხე, აღნიშნული ქონება ახალმა ხელისუფლებამ გადაიბაროს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG