Accessibility links

logo-print

მოსახლეობა ახალი მშენებლობის წინააღმდეგ


9 მარტს თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს ილია ჭავჭავაძის გამზირის №55-ში მცხოვრებმა მოქალაქეებმა, რომლებმაც უკმაყოფილება გამოთქვეს მათ მეზობლად მრავალსართულიანი სასტუმროს დაგეგმილი მშენებლობის გამო. აქციას შეუერთდნენ გარემოს დამცველი ორგანიზაციები, რომლებიც მოითხოვენ, მერიამ ტერიტორია უბნის გამწვანებისთვის გამოიყენოს. აქციის მონაწილეები იმასაც ამბობენ, რომ კორპუსის წინ მოჭრეს ხეები, რაც, შესაძლოა, სწორედ ახალ მშენებლობას უკავშირდებოდეს.

XS
SM
MD
LG