შარლოტში მესამე დღეა, გრძელდება მღელვარება
ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ქალაქ შარლოტში ზედიზედ მესამე დღეა, გრძელდება მღელვარება. ასობით დემონსტრანტი დაუპირისპირდა პოლიციელებს 20 სექტემბერს შავკანიანი მამაკაცის მოკვლის გამო საპროტესტო აქციაში მონაწილეობისას. შტატის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და წესრიგის აღსადგენად ეროვნული გვარდიისა და პოლიციის დახმარება მოითხოვა. შარლოტში შავკანიანი მამაკაცის მოკვლით გამოწვეულ გამოსვლებს წინ უსწრებდა შავკანიანთა მიმართ პოლიციელების აგრესიის წინააღმდეგ მიმართული აქციები აშშ-ის არაერთ სხვა ქალაქში (როიტერის ვიდეო).
ეპიზოდები
-
აპრილი 17, 2024
აქციაზე დევნის ქრონიკა
-
აპრილი 16, 2024
„არა რუსულ კანონს!“ - დრონით გადაღებული საპროტესტო აქცია
-
აპრილი 11, 2024
რას გვიყვება უძველესი მცენარის მტვრის მარცვალი?
-
აპრილი 10, 2024
შვილი: სანდრო თაქთაქიშვილი
-
აპრილი 01, 2024
ომისთვის გაწვრთნილები
დაწერეთ კომენტარი