Accessibility links

logo-print

კიევში დემონსტრანტებმა გადაკეტეს სამთავრობო შენობებთან მისასვლელები


კიევში, სადაც უკვე მესამე დღეა გრძელდება მასობრივი გამოსვლები, ასეულობით დემონსტრანტმა გადაკეტა მთავრობის შენობებთან მისასვლელი გზები. შაბათს უკრაინის დედაქალაქში დაწყებული მასობრივი გამოსვლების მონაწილეები მოითხოვენ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის გადადგომას იმის გამო, რომ მან უარი თქვა, ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე. დემონსტრანტები შენობებში არ უშვებენ მოხელეებს. ამ ქვეყნის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და ამჟამად ოპოზიციის ლიდერი იური ლუცენკო ამბობს, რომ დემონსტრანტები არ აპირებენ უკან დახევას. მისი თქმით, „მინისტრთა კაბინეტი უნდა წავიდეს, ახალი ცხოვრება, საერთოდ, და, ამასთან, ახალი ეკონომიკური ცხოვრება უნდა დაიწყოს“.

კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე ორშაბათის დემონსტრაცია მოჰყვა კვირის მასობრივ გამოსვლას, რომელშიც ასიდან 350 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. ეს იყო ყველაზე ხალხმრავალი დემონსტრაცია კიევში „ნარინჯის რევოლუციად“ წოდებული რვა წლის წინანდელი მოვლენების შემდეგ. პოლიციასა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის მოხდა შეტაკებები. დემონსტრანტების გასადევნად პოლიციამ გამოიყენა ცრემლმდენი გაზი და ხელკეტები. ორ ასეულამდე კაცი დაშავდა როგორც პოლიციელთა, ისე სამოქალაქო პირებს შორის. დაშავებულთა შორის არიან უცხოელი ჟურნალისტებიც. ასეულობით დემონსტრანტმა ღამე მოედანზე, კარვებში გაატარა. მათ ორშაბათს სხვებიც უერთდებიან.

ნიკოლაი კოვალენკო ერთ-ერთი დემონსტრანტია, რომელიც ამბობს, რომ ბოლომდე დარჩება: „დასაკარგი არაფერი მაქვს. შვილიშვილი მყავს, ის მაინც იცხოვრებს უკეთესადო“.

აღვნიშნეთ, რომ უკრაინაში დემონსტრანტები ამ ქვეყნის ევროპულ არჩევანს ემხრობიან და მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას, პატივი სცეს ფუნდამენტურ უფლებებს - სიტყვის, შეკრების უფლებებს და თავისუფალ და ღია მედიას. ჩვენ კვლავაც ვგმობთ ძალადობის აქტებს და საჯარო შენობებზე თავდასხმას...
კვირას დემონსტრანტები კიევის მერიასა და პროფკავშირების სახლშიც შევიდნენ. გამოსვლებია უკრაინის სხვა რეგიონებშიც, კერძოდ, დასავლეთ უკრაინის ქალაქ,ლვოვში, სადაც კვირას 40 ათასი ადამიანი გამოთქვამდა პროტესტს წინააღმდეგ გადაწყვეტილებისა, პრეზიდენტს ხელი არ მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე.

კიევის მოვლენებს გამოეხმაურა ევროკომისია. მისმა წარმომადგენელმა პია არენკილდემ დაგმო ძალადობა და სამთავრობო შენობებზე თავდასხმა და ორშაბათს მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა: „აღვნიშნეთ, რომ უკრაინაში დემონსტრანტები ამ ქვეყნის ევროპულ არჩევანს ემხრობიან და მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას, პატივი სცეს ფუნდამენტურ უფლებებს - სიტყვის, შეკრების უფლებებს და თავისუფალ და ღია მედიას. ჩვენ კვლავაც ვგმობთ ძალადობის აქტებს და საჯარო შენობებზე თავდასხმას. ვფიქრობთ, რომ ორივე მხარე მაქსიმალურად შეიკავებს თავს და აზრთა სხვადასხვაობას მშვიდობიანი, ფართო პოლიტიკური დიალოგით მოაგვარებს“.

უკრაინის ოპოზიცია გამოდის მოწოდებით, ევროკავშირმა სანქციები დაუწესოს უკრაინას. ევროკავშირმა განაცხადა, რომ სანქციების შემოღებას ამ ეტაპზე არ აპირებს. ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, კეტრინ ეშტონის წარმომადგენელმა, მაია კოჩიანჩიჩმა, განაცხადა, ამ ეტაპზე ვიქტორ იანუკოვიჩის მიმართ სანქციების თემას არ განვიხილავთო. უკრაინის ოპოზიცია, ამასთან, მოითხოვს, რომ დაიწყოს საყოველთაო გაფიცვა და სამშაბათს პარლამენტში მთავრობის უნდობლობის ვოტუმს უყარონ კენჭი. პრემიერ-მინისტრმა უარყო ცნობა, რომ მთავრობა საგანგებო მდგომარეობის შემოღებას აპირებს.

რომელიც აღმოსავლეთის პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებს შორის ყველაზე ახლოსაა ევროკავშირთან, ამასწინანდელ სამიტზე, ვილნიუსში, ხელი უნდა მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებაზე. მაგრამ, რუსეთის მუქარის შედეგად, ვიქტორ იანუკოვიჩმა გადაწყვეტილება შეცვალა.
XS
SM
MD
LG