Accessibility links

logo-print
აშშ-ში ისტორიული მასშტაბის გვალვებმა მარცვლეული კულტურების მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა. გვალვის შედეგად ხორბლის მოსავლის განახევრებას მოელიან რუსეთშიც. ამგვარი ვითარების გამო მსოფლიოს ბაზრებზე ხორბლის ფასი, დაახლოებით, 30 პროცენტით გაიზარდა. პურის ფქვილის გაძვირება შეიმჩნევა საქართველოშიც. საინტერესოა, რა გავლენას ახდენს მსოფლიოში ხორბლის გაძვირება საქართველოში პურპროდუქტების ფასებზე.

გადაწყვეტილია აგვისტოს ბოლოს "დიდი ოცეულის" (G 20) მრჩეველთა საბჭო შეიკრიბოს, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ხორბლის გარშემო არსებულ ვითარებაზე იმსჯელებს. ამ შეხვედრის საჩქაროდ მოწვევის მიზეზი გახდა გვალვები ხორბლის მწარმოებელ ქვეყნებში, ხორბლის დეფიციტი და, შესაბამისად, ფასის ზრდა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ხორბლის ღირებულება საერთაშორისო ბაზრებზე 25-30%-ით გაიზარდა, თუმცა ფასების მატება ჯერ კიდევ ზაფხულის დასაწყისიდან შეინიშნება. მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად, უკვე შუა ივნისში პურის ფქვილი თითქმის 50 პროცენტით გაძვირდა.
დღევანდელი ფქვილის ფასი, ხვალინდელიც და სექტემბრის ფასიც იქნება იმ ნიშნულზე... დღეს 36-დან 40 ლარამდე მერყეობს ერთი ტომარა პურის ფქვილის ფასი. ეს არის საკმაოდ კომფორტული ფასი პურის ქარხნებისთვის, რათა პურის გაძვირება არ მოხდეს...

პურის ფქვილის საცალო ფასის ზრდა შეინიშნება საქართველოშიც, თუმცა საქართველოს ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგაძე ირწმუნება, რომ პირველი ხარისხის ფქვილის ფასი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა:

”დღევანდელი ფქვილის ფასი, ხვალინდელიც და სექტემბრის ფასიც იქნება იმ ნიშნულზე... დღეს 36-დან 40 ლარამდე მერყეობს ერთი ტომარა პურის ფქვილის ფასი. ეს არის საკმაოდ კომფორტული ფასი პურის ქარხნებისთვის, რათა პურის გაძვირება არ მოხდეს.”

ლევან სილაგაძეს უახლოეს მომავალში პურის ფასის შენარჩუნების შესახებ განცხადების საფუძველს აძლევს ხორბლის ის მარაგი, რომელიც საქართველოს კომპანიებმა ყაზახეთში დემპინგურ ფასად შეიძინეს. აღმოჩნდა, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ, როდესაც რუსეთმა ხორბლის ფასი გაზარდა, საქართველოს კომპანიებმა მიმართეს მეორე მომწოდებელს, ყაზახეთს, რომელსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა რეალიზებული შარშანდელი უხვი მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი:

„ყაზახეთში შედარებით იაფი იყო ხორბალი და მათ ძალაუნებურად უნდა გაეთავისუფლებინათ თავიანთი შესანახი მეურნეობები იმისათვის, რომ ახალი ხორბალი, რომელიც სექტემბერში მოდის, დაებინავებინათ. ამ დროს მოხდა საკმაოდ ნორმალურ ფასად ხორბლის შემოტანა საქართველოში, დაბინავება, და ახლა ჩვენი წისქვილკომბინატები ყაზახეთიდან შემოტანილი ხორბლით მუშაობენ, ანუ ფქვილის ბაზარზე სტაბილურობაა.”
მთლიანად სტაბილურდება ფასი. მართალია, მაღალი ფასია, მაგრამ ის სტაბილური ხდება...

ლევან სილაგაძე ვარაუდობს, რომ უახლოეს ხანებში მსოფლიოს ბაზრებზეც სტაბილურობა დამყარდება, რადგან ხორბლის მთავარი მომწოდებლები არ აპირებენ ექსპორტის შეზღუდვას, ხოლო "დიდი ოცეული" ამ სფეროში არსებული პრობლემების დაძლევას ცდილობს:

"მთლიანად სტაბილურდება ფასი. მართალია, მაღალი ფასია, მაგრამ ის სტაბილური ხდება..."

შედარებით პესიმისტურ პროგნოზსს აკეთებს მსოფლიო ბანკის აგრარული სფეროსა და სოფლის განვითარების პროგრამების ყოფილი დირექტორი რობერტ ტომპსონი. მისი აზრით, ამერიკაში გვალვების გამო მოსავლის განადგურების შედეგები სურსათის მსოფლიო ბაზრებზე სრულად რამდენიმე თვეში აისახება.

„ვერაფერი დაამხობს მთავრობას მშიერ ხალხზე უფრო ჩქარაო“, - ამბობს რობერტ ტომპსონი, რომელსაც არ უკვირს, თუ რატომ არიან პანიკაში როგორც მომხმარებლები, ისე მთავრობები ამერიკაში გვალვით გამოწვეული მარცვლეული კულტურის მოსავლის შემცირების გამო.

სწორედ მარცვლეულზე ფასების მატება დასახელდა ორიოდე წლის წინ საქართველოში მაღალი ინფლაციის ძირითად მიზეზად, თუმცა ექსპერტთა ნაწილი ირწმუნება, რომ იმდროინდელი სამომხმარებლო ფასების ზრდა ეროვნული ბანკისა და მთავრობის პოლიტიკის დამსახურება იყო. ახლა, როდესაც კვლავ მოიმატა ხორბლის ღირებულებამ მსოფლიოს ბაზრებზე, საქართველოში ინფლაცია თითქმის არ შეინიშნება და ის ერთ პროცენტსაც კი არ შეადგენს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG