Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი ამართლებს სირიაში რუსეთის მოქმედებას


რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმი პუტინის აზრით, შეუძლებელია ექსტრემისტული გაერთიანება "ისლამური სახელმწიფოს" დამარცხება სირიის მთავრობასთან თანამშრომლობის გარეშე. პუტინმა ეს განცხადება გააკეთა დღეს ტაჯიკეთში ვიზიტისას.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ სირიის მთავრობას ტერორისტულ აგრესიასთან დაპირისპირებაში. ვუწევთ და გავუწევთ მას აუცილებელ სამხედრო-ტექნიკურ დახმარებას“.

იქვე პუტინმა უარყო ბრალდება, რომ ასადის მიმართ მოსკოვის დახმარებას მოჰყვა ლტოლვილების ნაკადი. პუტინის თქმით, ასადის რეჟიმის მიმართ რუსეთის მხარდაჭერის გარეშე კიდევ უფრო დიდი იქნებოდა სირიიდან ევროპაში მოხვედრის მსურველი მიგრანტების რიცხვი. პუტინის განცხადებების ფონს ქმნის ინფორმაცია სირიაში რუსი სამხედროების რიცხვის მატებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG